ჟენევის დისკუსიები 6–7 ოქტომბერს გაიმართება

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიჟენევა
ჟენევა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბრიდან იმართება. დღევანდელი მდგომარეობით, ეს დიალოგის ერთადერთი ფორმატია საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებისთვის.

თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik. ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი 6–7 ოქტომბერს გაიმართება.

კონსულტაციები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინსა და ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან – სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ჰერბერტ ზალბერთან, გაეროს წარმომადგენელ ანტი ტურუნენთან და ასევე ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელ ანჯელო გნედინგერთან 15 სექტემბერს გაიმართა.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
მარგველაშვილმა მხარი დაუჭირა ჟენევის დისკუსიების ფორმატის შენარჩუნებას

შეხვედრისას თანათავმჯდომარეებმა აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონსა და საქართველოში გამართული კონსულტაციების შედეგების შესახებ ინფორმაციები გაცვალეს. ასევე იმსჯელეს ქართულ–აფხაზურ და ქართულ–სამხრეთ ოსურ ადმინისტრაციულ საზღვრებზე არსებული ვითარების შესახებ და განიხილეს 2015 წლის 6–7 ოქტომბერს დაგეგმილი ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდისთვის მზადების პროცესი.

ჟენევის დისკუსიები 2008 წლის ოქტომბრიდან იმართება. დღევანდელი მდგომარეობით, ეს დიალოგის ერთადერთი ფორმატია საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებისთვის. დისკუსიებში ასევე მონაწილეობენ რუსეთის, აშშ–ის, აგრეთვე გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის წარმომადგენლები. 


ყველა ახალი ამბავი
0