თბილისი, 30 სექტემბერინ — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ში ვიზიტისას განაცხადა, რომ მხარს უჭერს ჟენევის ფორმატის შენარჩუნებას.
„ჟენევის პროცესი უნდა შენარჩუნდეს, რადგანაც ეს დისკუსიების ადგილია. თუ ჩვენ რუსეთთან რაციონალური მიდგომის საფუძველზე დისკუსიების გამართვას შევძლებთ, მაშინ საქართველო, სხვა ქვეყნების მსგავსად, პრობლემების გადაჭრის შანსს მიიღებს“, — განაცხადა მარგველაშვილმა.
2008 წლის აგვისტოში თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.
საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ, საგარეო პოლიტიკის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დარეგულირება დაასახელეს, მხოლოდ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ხარჯზე.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში ნარჩუნდება, რომლებსაც საქრათველოს პრემიერ–მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი მართავენ.