„გაზპრომმა“ აზერბაიჯანში გაზის მიწოდება დაიწყო

© photo: Sputnik / Алексей Бабушкин / გადასვლა მედიაბანკშინავთობსადენი
ნავთობსადენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სადღეღამისო მიწოდების საშუალო მოცულობა დაახლოებით 6 მილიონ კუბომეტრს შეადგენს

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. „გაზპრომმა“ 29 სექტემბერს აზერბაიჯანში გაზის მიწოდება დაიწყო. ამის შესახებ კომპანიის განცხადების საფუძველზე „სპუტნიკ აზერბაიჯანი“ იუწყება.

 სადღეღამისო მიწოდების საშუალო მოცულობა დაახლოებით 6 მილიონ კუბომეტრს შეადგენს.

 რუსული გაზის მიწოდება 2015 წლის 11 სექტემბერს ხელმოწერილი შეთანხმების რეალიზაციაა, რომელიც AzMeCo-სა (აზერბაიჯანის მეთანოლის ქარხანა) და რუსულ კომპანია „გაზპრომ ექსპორტს“ შორის წელიწადში 2 მლრდ კუბომეტრი ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ დაიდო.

 „გაზპრომის“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხელშეკრულება ხუთი წლის ვადით, შემდგომი გაგრძელების პერსპექტივით დაიდო და აზერბაიჯანის ეკონომიკის და შიდა მოხმარების გაზრდასთან დაკავშირებით,  ამ ენერგომატარებლით აზერბაიჯანის დამატებითი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითვალისწინებს.

გაზპრომი - Sputnik საქართველო
კალაძე ბრიუსელში „გაზპრომის“ პრეზიდენტს შეხვდა

 კომპანიაში აღნიშნეს, რომ ბუნებრივ აირზე აზერბაიჯანის შიდა მოთხოვნილება წელიწადში 10 მლრდ კუბომეტრია.

 რუსული გაზის მიწოდება აზერბაიჯანში 2014 წელს დაიწყო. 2009 წელს „გაზპრომმა“ ყიდვა-გაყიდვის შეთანხმება უკვე აზერბაიჯანული გაზის მიწოდების შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან გააფორმა. 2013 წელს, კონტრაქტის ფარგლებში, აზერბაიჯანმა რუსეთს 1,4 მლრდ კუბომეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა, ხოლო 2014 წელს — 0,21 კუბომეტრი. 2015 წელს მიწოდება არ განხორციელებულა.


ყველა ახალი ამბავი
0