SOCAR-მა ჯეიხანის პორტიდან აზერბაიჯანული ნავთობის ექსპორტი შეამცირა

© AFP 2024 / JACK GUEZნავთობის მოპოვება
ნავთობის მოპოვება - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წლის სექტრემბერში, ჯეიხანის პორტის გავლით, მსოფლიო ბაზრებზე 1,836 მლნ ტონა აზერბაიჯანული ნავთობი გაიგზავნა, რაც 111 ათასი ტონით ან 6% აღემატება 2014 წლის მაჩვენებელს.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთის პორტ ჯეიხანიდან მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში  13,108 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტი მოხდა, რაც 2,5 მილიონი ტონით ან 16%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით,  აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის SOCAR-ის მაჩვენებლებზე დაყრდნობით,  იტყობინება Sputnik Азербайджан.

 წლის განმავლობაში აზერბაიჯანული ნავთობის საშუალო ფასი BTCFOB Ceyhan 2015 წლის სექტემბერში 49,04 დოლარი იყო ბარელზე, შარშანდელი ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი კი 98,29 დოლარი იყო. 

ბაქო - Sputnik საქართველო
აზერბაიჯანი საქართველოში ნახშირწყალბადის მიწოდებაში ლიდერობს

 2015 წლის სექტრემბერში, ჯეიხანის პორტის გავლით, მსოფლიო ბაზრებზე 1,836 მლნ ტონა აზერბაიჯანული ნავთობი გაიგზავნა, რაც 111 ათასი ტონით  ან 6%  აღემატება 2014 წლის მაჩვენებელს. 

 1768 კილომეტრის სიგრძის მილსადენი ბაქო-თბილისი-ჯეიხანი ექსპლუატაციაში 2006 წლის ივლისში შევიდა. 

 ВТС Со-ს აქციონერები არიან: BP (30.1%); AzBTC (25.00%); Chevron (8.90%); Statoil (8.71%); TPAO (6.53%); ENI (5.00%); Total (5.00%), ITOCHU (3.40%); INPEX (2.50%), ConocoPhillips (2.50%)  და ONGCLimited (2.36%).


ყველა ახალი ამბავი
0