თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. 2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდის შედეგებით, აზერბაიჯანი საქართველოში ნახშირწყალბადის რესურსების ძირითადი მიმწოდებელია, მასზე საქართველოში ნახშირწყალბადის რესურესების იმპორტის მთლიანი მოცულობის 42% მოდის. ამას „საქსტატის“ მონაცემები მოწმობს, იუწყება სააგენტო „სპუტნიკ აზერბაიჯანი“.
მიმდინარე წლის რვა თვის შედეგებით, აზერბაიჯანული საქონლის საქართველოში იმპორტმა 357,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 39 მლნ აშშ დოლარით მეტი, ან 9,8%-ით ნაკლებია. აზერბაიჯანული პროდუქტის იმპორტში ნახშირწყალბადის რესურსების წილმა 83,4% შეადგინა.
საქართველოში აზერბაიჯანული იმპორტის შემცირება მსოფლიო ბაზარზე ნავთობზე ფასების შემცირებამ გამოიწვია. მიმდინარე წლის რვა თვის მონაცემებით, საქართველოში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდების მოცულობამ 186 ათასი ტონა შეადგინა, რამაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12 ათასი ტონით, ან 6,8%-ით ზრდა განაპირობა.
მსოფლიო ბაზარზე ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასის შემცირების ფონზე ფულად ეკვივალენტში, 2015 წლის რვა თვის შედეგებით, აზერბაიჯანმა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის ხარჯზე, 96 მლნ აშშ დოლარი მიიღო, რაც 62 მლნ აშშ დოლარით, ან 39%-ით ნაკლებია.
მთლიანობაში, იანვარ-აგვისტოს პერიოდში სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოში ნახშირწყალბადის რესურსების (ნავთობი, ნავთობპროდუქტები, ბუნებრივი აირი) იმპორტმა 704,8 მლნ აშშ დოლარი, ან მთლიანად ქართული იმპორტის 14,3% შეადგინა.
ქართული პროდუქციის იმპორტის მოცულობამ, მიმდინარე წლის რვა თვის შედეგებით, 4,397 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10%-ით ნაკლებია.
2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6,395 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე 14%-ით ნაკლებია.