კახეთში 104,7 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს

გამოწერა
ამ დროისათვის გადამუშავებულია 53 ათასი ტონა „რქაწითელი“, 38,5 ათასი ტონა „საფერავი“, 2,4 ათასი ტონა - „კახური მწვანე“ და 10,8 ათასი ტონა სხვა ჯიშის ყურძენი.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. კახეთის რეგიონში 2 ოქტომბრისათვის 104,7 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, ხოლო მევენახეთა შემოსავალმა 71,2 მილიონი ლარი (29,7 მილიონი დოლარი) შეადგინა, იტყობინება ღვინის ეროვნული სააგენტო.

 ამ დროისათვის გადამუშავებულია 53 ათასი ტონა „რქაწითელი“, 38,5 ათასი ტონა „საფერავი“, 2,4 ათასი ტონა — „კახური მწვანე“ და 10,8 ათასი ტონა სხვა ჯიშის ყურძენი. 

ქართული ღვინო და მთები - Sputnik საქართველო
რთველი-2015 - ყურძნის რევოლუცია ანუ In vino veritas

 2015 წლის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 30%-ით აჭარბებს გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. რთველი 2014-ის ფარგლებში, საქართველოში 124 ათას 606 ტონა ყურძენი მოიკრიფა, ხოლო მოსახლეობის შემოსავალმა 175,3 მილიონი ლარი შეადგინა (73 მილიონი დოლარი).

 იმისთვის, რომ მევენახეებმა არ იზარალონ, სახელმწიფომ იჯარით აიღო კომპანიები ნამეტი მოსავლის ჩასაბარებლად. გარდა ამისა განაგრძო „რქაწითელის“ და „საფერავის“ ჯიშის ყურძენის სუფსიდირება, რომელიც სახელმწიფოს 2015 წელს სულ ცოტა 30 მილიონი ლარი (12,5 მილიონი დოლარი)  დაუჯდება. 


ყველა ახალი ამბავი
0