«Многонациональная Грузия»-ს რედაქტორმა ჩინეთში ვიზიტზე ისაუბრა

© photo: Sputnikმიხეილ აიდინოვი
მიხეილ აიდინოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინეთში ხელი მოეწერა მემორანდუმს ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესახებ, მსოფლიოს 21 ქვეყნის მედია ხელმძღვანელებთან. ის ითვალისწინებს სხვა სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენების მაქსიმალურად ობიექტურ, ზუსტ, ყოველმხრივ გაშუქებას.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ჩინური იუანი შესძლებს 10 წლის შემდეგ ამერიკული დოლარი შეცვალოს, განაცხადად გაზეთ «Многонациональная Грузия»-ს რედაქტორმა მიხეილ აიდინოვმა თბილისის „რია ნოვოსტის“ საერთაშორისო პრესცენტრში 1 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელზეც ჩინეთში შემდგარი მედიათანამშრომლობის ფორუმის „ერთი სარტყელი — ერთი გზა“ შედეგები შეაჯამა. 

 მედიაფორუმი ორგანიზებული იყო მსხვილი ჩინური გაზეთის „ჟენმინ ჟიბაოს“ (ჩინ.- სახალხო გაზეთი, რედ) რედაქციის მიერ, რომლის მკითხველთა აუდიტორია 30 მილიონს შეადგენს. კონფერენციათა და გამოფენათა  ეროვნულ ცენტრში მსოფლიოს 60 ქვეყნის წამყვანი მედია საშუალებების 200-მდე ხელმძღვანელი ბშეიკრიბა.  კონფერენციის თემა „აბრეშუმის გზას“ ეძღვნებოდა. 

 „იმასთან რაც მე ჩინეთში ვნახე, ჩიკაგო არაფერია. უზარმაზარი მეგაპოლისებია 80 სართულიანი შენობებით…  ჩინეთი საოცრად განვითარდა. იქ ადგილობრივი ტელევიზიით გამოსვლისას, ამოვიღე დოლარი და იუანი, და ვთქვი, რომ 10 წლის შემდეგ, ეს ჩემი პროგნოზია — იუანი მსოფლიოს სარეზერვო ვალუტა გახდება, იგი შეცვლის დოლარს“, — განაცხადა აიდინოვმა. 

 ჩინეთში ხელი მოეწერა მემორანდუმს ურთიერთობისა და თანამშრომლობის შესახებ მსოფლიოს 21 ქვეყნის მედია ხელმძღვანელებთან. ის ითვალისწინებს სხვა სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენების  მაქსიმალურად ობიექტურ, ზუსტ, ყოველმხრივ გაშუქებას. 

 „რა თქმა უნდა ეს არა არის თავსმოხვეული ვალდებულება, არამედ რედაქტორთა არჩევანია. ჩვენ შეგვიძლია დავბეჭდოთ ან არ დავბეჭდოთ. ამ დოკუმენტს ხელი მოაწერეს მსოფლიოს წამყვანი მედია საშუალებების რედაქტორებმა და ვამაყობ, რომ ჩვენი გაზეთი  "Многонациональная Грузия", მათ შორის იყო“, — განაცხადა აიდინოვმა. 

ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის დელეგაციას შეხვდა - Sputnik საქართველო
ჩინეთში ქართული კულტურის სახლი გაიხსნება

 აიდინოვის თქმით, ჩინური ბიზნესი ძალიან აქტიურად შემოდის საქართველოში და კონფერენციაზე გამოსვლისას, მან სცადა საქართველოზე გაემახვილებინა ყურადღება, რადგან მისი თქმით უფრო მეტად ყურადღება გადატანილი იყო ჩრდილოეთ მარშრუტზე — ჩინეთი, ყაზახეთი, რუსეთი, ბელორუსია და გერმანია.

 „მე შევეცადე ინტერესი გამეღვივებინა კასპიასა და საქართველოზე რადგან ეს ჩვენი მხარის ინტერესებია ჩინურ ინვესტიციებში“, — თქვა აიდინოვმა. 

 დღეისათვის ჩინეთი საბაზრო ეკონბომიკას აშენებს და იმავე გზით მიდის, რითაც დასავლეთის ქვეყნები — ეს არის საბაზრო ეკონომიკის აქტიური განვითარება. სახელმწიფო რეგულირება გარკვეულ წილად ეხმარება კიდეც ჩინეთს ეკონომიკის განვითარებაში. სწორედ ამიტომ აქვს მომავალი ჩინეთს — თვლის აიდინოვი. 

 „მოვიყვან ციფრს, რომელიც ასევე შოკის მომგვრელია. იმ მოსახლეობის საერთო რაოდენობა, რომელიც ამ პროექტს შეუერთდა, — 4 მილიარდ 400 მილიონი კაცია, ხოლო ამ ქვეყნების მშპ 23 ტრილიონი დოლარია“, — განაცხადა აიდინოვმა. 

 მარშრუტის გასწვრივ განლაგებულ ქვეყნებს დიდი ხნის ისტორია და მდიდარი კულტურა აქვთ. გახსნილობისა და ტოლერანტობის პრინციპები ხელს შეუწყობენ დიალოგის გაღრმავებას, ხოლო ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ სრულ მასშტაბებში ასახონ ევრაზიული კორიდორის ფორმირების ისტორიული პროცესი, — თქვა მან. 

 „მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს მსხვილი ქვეყნების —  ვთქვათ რუსეთის ფედერაციის, ყაზახეთის, ინდონეზიის პირველმა პირებმა მხარი დაუჭირეს ამ იდეას, არიან ქვეყნები, რომლებიც თვლიან, რომ „აბრეშუმის გზა“… ეს ჩინეთის პოლიტიკური ინტერესებია…“, — თქვა აიდინოვმა. 

 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საქმიანი წრეების წარმომადგენელთა გამოსვლები კონფერენციაზე კონკრეტული წინადადებებით გამოირჩეოდა. ყველა გამოსვლას წითელ ძაფად გასდევდა ის, რომ „აბრეშუმის გზის“ პროექტი არ არის ერთი ქვეყნის სოლო და რომ სომფონიაა ყველა მასში ჩართული აზიის, ევროპის, აფრიკის ქვეყნების.

 აიდინოვის აზრით, იმ კავშირებს, რომელიც დიდ ჩინეთსა და პატარა საქართველოს შორის დამყარდა, დიდი მომავალი და პრრსპექტივები აქვს, რაც ურთიერთსასარგებლოა ორივე მხარისათვის. 

 

ყველა ახალი ამბავი
0