ჩინეთში ქართული კულტურის სახლი გაიხსნება

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის დელეგაციას შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის დელეგაციას შეხვდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხუთსართულიან შენობაში შესაძლებელი იქნება ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის, ეროვნული სამზარეულოს, ღვინის, სოფლის პროდუქტის, საქართველოს ტურისტული შესაძლებლობებისა და საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ჩინეთის მსხვილ სავაჭრო ქალაქ ივუში (Yiwu) სამი ათასი კვადრატული მეტრი ფართობის ქართული კულტურის სახლი გაიხსნება, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებაში.  

ხუთსართულიან შენობაში შესაძლებელი იქნება ქართული ხალხური სიმღერისა და  ცეკვის, ეროვნული სამზარეულოს, ღვინის, სოფლის პროდუქტის, საქართველოს ტურისტული შესაძლებლობებისა და საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა.

ქართული კულტურის სახლის პროექტს „სუოლუნ ჯგუფი“ ჩინეთში „თბილინვესტ ჯგუფთან“ თანამშრომლობით განახორციელებს. პროექტის დეტალები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს „სუოლუნ ჯგუფის“ წარმომადგენლებმა ოთხშაბათს, 23 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე გააცნეს.

 „მოხარული ვართ, რომ შევხვდით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ყველა საკითხში მხარდაჭერა აღგვითქვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული კულტურის სახლი იქნება საქართველოს ფანჯარა მსოფლიოში“, — განაცხადა „სუოლუნ ჯგუფის“ გენერალურმა დირექტორმა შიაოჯინ იიმ, რომელმაც ქართული სახელი, სანდრო დაირქვა.

კომპანია „სუოლუნ ჯგუფს“, ქართველ პარტნიორებთან ერთად, ჩინეთში უკვე გახსნილი აქვს ქართული ღვინის სახლი, რომელიც წარმატებით მუშაობს. 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0