საქართველოს პრემიერმა გაეროში ქვეყნის მიღწევებზე ისაუბრა

© facebook.com/GaribashviliOfficialსაქართველოს პრემიერმა გაეროში ქვეყნის მიღწევებზე ისაუბრა
საქართველოს პრემიერმა გაეროში ქვეყნის მიღწევებზე ისაუბრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიმზიდველობას უცხოური ბიზნესისათვის და აღნიშნა, რომ კონკურენტული გარემო და უფლება კერძო საკუთრებაზე ქვეყანაში გარანტირებულია.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს ტრიბუნიდან ქვეყნის მიღწევებზე და იმაზე ისაუბრა თუ რა პროგრესს მიაღწია ქვეყანამ ბოლო წლების განმავლობაში. 

 „ჩვენ ქვეყანას ისეთ ადგილად ვაქცევთ, სადაც წარმოება მომგებიანია, ხოლო უცხოური ინვესტიციების განხორციელება  -  მიმზიდველი“, — თქვა ღარიბაშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ხუთშაბათს, 1 ოქტომბერს. 

 პრემიერ მინისტრი ქვეყნის განვითარების ყველა მიმართულებას შეეხო და როგორც განსაკუთრებული მიღწევა, აღნიშნა მსოფლიო ბანკის ანგარიში, რომლის თანახმადაც, 2012 წლიდან, საქართველომ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა თავისი პოზიციები კანონის უზენაესობაში, პოლიტიკურ სტაბილურობასა და კორუფციასთან ბრძოლაში. 

 „ეს მნიშვნელოვანი პროგრესი ხაზს უსვამს ჩვენი ხელისუფლების უდრეკ კურსს კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულებით, თანამედროვე ეკონომიკის მშენებლობისა და მყარი წინსვლის უზრუნველყოფის მიმართულებით“, — განაცხადა ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - Sputnik საქართველო
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა: საქართველოში სასამართლო სისტემა პოლიტიზებულია

 „2014 წლიდან დღემდე, ჩვენ შევქმენით 90 ათასი ახალი სამუშაო ადგილი ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, წარმოების, ტურიზმისა და ენერგეტიკის ყველა სექტორში“, — აღნიშნა პრემიერმა. 

 ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიმზიდველობას უცხოური ბიზნესისათვის და აღნიშნა, რომ კონკურენტული გარემო და უფლება კერძო საკუთრებაზე ქვეყანაში გარანტირებულია. 

 მან ასევე აღნიშნა საქართველოს, როგორც ტურისტული ცენტრისა და  მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების ჩასატარებელი ადგილის მიმზიდველობა.

 „მსოფლიომ გაიგო, რომ საქართველოში ყველაფერია — მშვენიერი ზღვის სანაპიროები, და საკვირველი სათხილამურო კურორტები, დახვეწილი კულინარიული ტრადიციები და განსაკუთრებული ღვინო, უნიკალური ისტორიული ძეგლები და მსოფლიო დონის სასტუმრო სექტორი“, — აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0