ივანოვმა განმარტა, თუ რომელი ჯარების გამოყენება შეუძლია რუსეთს სირიაში

გამოწერა
კრემლის ადმინისტრაციის მეთაურმა სერგეი ივანოვმა განმარტა, თუ რა მიზეზით მიმართა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფედერაციის საბჭოს სირიაში ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ მოქმედებების ნებართვის დართვის მოთხოვნით.

კრემლის ადმინისტრაციის მეთაურმა სერგეი ივანოვმა განმარტა, თუ რა მიზეზით მიმართა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფედერაციის საბჭოს სირიაში ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ მოქმედებების ნებართვის დართვის მოთხოვნით.

კრემლის ადმინისტრაციის მეთაურმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ სირიაში რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოყენების შემთხვევაში საუბარი იქნება არა რაიმე სახის გარეპოლიტიკური მიზნების მიღწევაზე ან რაიმე ამბიციების დაკმაყოფილებაზე, არამედ რუსეთის ეროვნული ნტერესების დაცვაზე.

"საუბარია მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სამხედრო–საჰაერო ძალების ოპერაციაზე, როგორც უკვე ჩვენმა პრეზიდენტმა აღნიშნა, 

მოსკოვი - Sputnik საქართველო
ფედერაციის საბჭომ რუსეთის არმიის საზღვარგარეთ გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო

ქვეითი შეიარაღებული ძალების სამხედრო ქმედებები გამორიცხულია", – განაცხადა ივანოვმა ჟურნალისტებთან საუბარში.

კრემლის ადმინისტრაციის მეთაურმა ასევე დაამატა, რომ რუსეთის სამხედროების ფინანსური და სოციალური საკითხები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში ოპერაციაზე არიან წარგზავნილები, მოგვარებულია.

მანამდე გახდა ცნობილი, რომ პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პარლამენტის ზედა პალატაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების საზღვარგარეთ გამოყენების თანხმობის საკითხი წამოაყენა. ფედერაციის საბჭომ შესაბამისი ნებართვა გასცა. თათბირი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

ყველა ახალი ამბავი
0