ბაშარ ასადმა რუსეთს სამხედრო დახმარებისთვის მიმართა

გამოწერა
კრემლის ადმინისრაციის უფროსისგანცხადებით, ტერორიზმთან ბრძოლაში ძალისხმევის გაერთიანების აუცილებლობასთან ერთად, საჭიროა საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვაც.

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა რუსეთს სამხედრო დახმარების აღმოჩენის თხოვნით მიმართა, განაცხადა ოთხშაბათს კრემლის ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი ივანოვმა.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარლამენტის ზედა პალატაში რუსეთის შეიარაღებული ძალების უცხოეთში გამოყენებაზე თანხმობის საკითხი შეიტანა. ფედერაციის საბჭომ შესაბამისი ნებართვა გასცა.

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
პუტინმა რუსეთის სამხედრო ძალების უცხოეთში გამოყენების საკითხი დააყენა

„ამასთან დაკავშირებით, მინდა გაცნობოთ, რომ სირიის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას სამხედრო დახმარების აღმოჩენის თხოვნით მიმართა“, – განუცხადა ივანოვმა ჟურნალისტებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ „შეგვიძლია შევაჯამოთ, რომ ტერორიზმთან, რა თქმა უნდა, ბრძოლა საჭიროა, აუცილებელია ძალისხმევის გაერთიანება, თუმცა, ამავდროულად, საჭიროა საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვა“.

„ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ სირიის, ერაყის და მომავალში შესაძლოა ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების ტერიტორიებზეც, აშშ–ის მხრიდან უკვე ხორციელდება სარაკეტო დაბომბვები. ცოტა ხნის წინ საფრანგეთი ასევე შეუერთდა ანალოგიურ ქმედებებს, ავსტრალია და რიგი ქვეყნები იმავეს აცხადებენ… მაგრამ ერთი პრინციპული მომენტის აღნიშვნა მინდოდა: ეს ქმედებები საერთაშორისო სამართლის დარღვევით ხორციელდება“, – განუცხადა ივანოვმა ჟურნალისტებს.


ყველა ახალი ამბავი
0