პუტინმა რუსეთის სამხედრო ძალების უცხოეთში გამოყენების საკითხი დააყენა

გამოწერა
ფედერაციის საბჭოში შეტანილია წინადადება იმის თაობაზე, რომ მიღებული იქნას დადგენილება რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტინგენტის ქვეყნის ტერიტორიის საზღვრებს გარეთ გამოყენების შესახებ, რომელსაც საერთაშორისო სამართლის პრინციპები და ნორმები დაედება საფუძვლად.

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფედერაციის საბჭოში განსახილველად შეიტანა წინადადება, მიღებულ იქნას დადგენილება რუსეთის შეიარაღებული ძალების კონტინგენტის ქვეყნის ტერიტორიის საზღვრებს გარეთ გამოყენებაზე თანხმობის შესახებ. ამის თაობაზე კრემლის პრეს–სამსახური იუწყება.

„რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 102–ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის საფუძველზე, რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერაცის საბჭოში შეიტანა წინადადება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კონტინგენტის რუსეთის საზღვრებს გარეთ გამოყენების თაობაზე დადგენილების მიღების შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პუტინმა ასევე ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც, მიმართვის განხილვისას ოფიციალურ წარმომადგენლებად დაინიშნენ კრემლის ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ივანოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ ბოგდანოვი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლაი პანკოვი.

2014 წლის მარტში პუტინმა ფედერაციის საბჭოში შეიტანა მიმართვა რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინის ტერიტორიაზე (ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა) გამოყენების შესახებ, სანამ ამ ქვეყანაში საზოგადოებრივ–პოლიტიკური ვითარება არ მოგვარდებოდა. ზედა პალატა ამას ერთსულოვნად დაეთანხმა. ამასთან, რუსეთის წარმომადგენლები მიუთითებდნენ, რომ დადგენილების მიღება არ ნიშნავს, რომ რუსეთი თავისი ჯარის უკრაინაში გამოყენებას აპირებს. დადგენილების მიღებიდან მალევე ყირიმი, რეფერენდუმის შედეგებით, რუსეთის ნაწილი გახდა, ხოლო კიევმა ქვეყნის სამხრეთ–აღმოსავლეთით, სადაც მოსახლეობა ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიოდა, სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0