თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრებმა, მსოფლიო თასზე არგენტინელებთან დამარცხების შემდეგ, IRB-ს ახალ რეიტინგში მეცამეტედან მეთხუთმეტე ადგილზე გადაინაცვლა.
წაგების შედეგად ქართულმა გუნდამ 1,27 სარეიტინგო ქულა დაკარგა და უფლება მისცა ტონგასა და იტალიის გუნდებს რეიტინგებში გაესწროთ მისთვის.
რეიტინგის არსებობის 12 წლის მანძილზე, მეორე ადგილზე გავიდა ეულსის გუნდი. „დრაკონებმა“ საკმაოდ მოულოდნელად მოუგეს ინგლისის გინდს და 2.68 სარეიტინგო ქულა შეიძინეს.
უძლიერეს ნაკრებთა სიას მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი და ამჟამინდელი გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი — ახალი ზელანდია უდგას სათავეში. მეორე ადგილზე გასულ უელსის გუნდს იგი 5.58 ქულით უსწრებს.
სწორედ ახალი ზელანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს თავის მორიგ შეხვედრას მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები. თამაში 2 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე, კარდიფში, „მილენიუმის“ სტადიონზე შედგება.