თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ქართველთა დუეტმა სოფია შაფათავამ და ეკატერინე გორგოძემ ITF Futures-ის სერიის საჩიგბურთო ტურნირში გაიმარჯვა, რომელიც უკრაინის ქალაქ ბუჩაში მიმდინარეობდა.
ქართველმა ჩოგბურთელებმა ფინალში ორ პარტიაში 7:5, 6:2 მოუგეს უკრაინულ დუეტს — ოლგა იანჩუკსა და ანასტასია ვასილევას.
ამ გამარჯვების დამსახურებით, შაფათავამ და გორგოძემ 50 რეიტინგული ქულა დაიმსახურეს წყვილთა თანრიგში და თავის საბანკო ანგარიშებზე თითოეულმა 720 დილარი მიიღო.
ბოლო თვის მანძილზე შაფათავასთვის წყვილთა თანრიგში ეს უკვე მესამე გამარჯვებაა. აგვისტოში მან რუმინეთში რუს ანასტასია კომარდინასთან ერთად მოიგო, ხოლო სექტემბრის შუა რიცხვებში შაფათავა და ვასილევა საუკეთესოები იყვნენ ბულგარეთში გამართულ ტურნირზე.
ამ დროისათვის მსოფლიო რეიტინგში სოფია შაფათავა 155-ე ადგილზეა წყვილთა თანრიგში და 251 ადგილზე პირადში.