ეკატერინე გორგოძე ITF სერიის საჩოგბურთო ტურნირის გამარჯვებული გახდა

© facebook.com/GeorgianGovernmentახალი საჩოგბურთო კომპლექსი თბილისში
ახალი საჩოგბურთო კომპლექსი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ გამარჯვების შედეგად, გორგოძემ, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 438-ე ადგილზეა, 12 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა, რაც მას საშუალებას მისცემს დაახლოებით 30 პოზიციით ზემოთ გადაადგილდეს.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე თელავში,  ITF სერიის  საჩოგბურთო ტურნირის გამარჯვებული გახდა. ფინალში გორგოძემ სომხეთის წარმომადგენელს ანი ამირაგიანს სამ სეტში მოუგო ანგარიშით — 5:7, 6:2, 6:2.

 24 წლის ჩოგბურთელის წარმატების მიზეზი მიღებაზე იღბლიანი თამაში გახდა. ორთაბრძოლის მანძილზე, გორგოძემ შვიდჯერ შეძლო მოწინააღმდეგის ჩაწოდების აღება და მხოლოდ ოთხჯერ წააგო. 

 ქართველო ჩოგბურთელს ასევე კარგი მაჩვენებელი აქვს მოგებული ქულების საერთო რაოდენობაშიც — 105 ამირაგიანის 85-ის წინააღმდეგ. 

 ამ გამარჯვების შედეგად, გორგოძემ, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 438-ე ადგილზეა, 12 სარეიტინგო ქულა დაიმსახურა, რაც მას საშუალებას მისცემს დაახლოებით 30 პოზიციით ზემოთ გადაადგილდეს. 

 ტურნირის საპრიზო ფონდმა 10 ათასი დოლარი შეადგინა, საიდანაც გორგოძე 1300 დოლარს მიიღებს. 


ყველა ახალი ამბავი
0