დოკუმენტური ფილმის - „რუსები და ქართველები“ გადაღებები დასკვნით ფაზაში შევიდა

© photo: Sputnikევგენი კოჟოკინი
ევგენი კოჟოკინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფილმში განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი სიუჟეტს ქართველ ფილოსოფოს მერაბ მამარდაშვილზე. იმისათვის, რომ აქაც არ დარღვეულიყო სიმეტრიის პრინციპი, რეჟისორი აპირებს მოსკოვში ჩაწეროს ქართველი ფილოსოფოსის მეგობარი, რუსეთის ყოფილი ომბუდსმენი ვლადიმირ ლუკინი.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. “რუსები და ქართველები“ — ეს გახლავთ სამუშაო დასახელება ფილმისა, რომელიც ორი ქვეყნის ჩვეულებრივ მოქალაქეთა ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოგვითხრობს და რომლის გადაღებები დასკვინით ფაზაში შევიდა,  ამის შესახებ ფილმის ერთ-ერთმა რეჟისორმა, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორმა ევგენი კოჟოკინმა თბილისში „რია ნოვოსტის“ საერთაშორისო პრეს-ცენტრში ხუთშაბათს, 24 სექტემბერს  განაცხადა. 

 „ეს ფილმი ჩვენს ბავშვობაზეა, ჩვენს ნაკლოვანებებზე.  საკუთარზე საუბარი ადვილია, თუმცა იქ საავტორო ტექსტი ძალზე ცოტაა, თვითონ ფილმის გმირები ისაუბრებენ“, — თქვა კოჟოკინმა. 

 ფილმი დოკუმენტური ხასიათისაა. ქრონომეტრაჟი 52 წუთი იქნება. ფილმის შექმნის იდეა კოჟოკინს ერთ წელზე მეტი ხნის წინ გაუჩნდა. კონცეპტუალურად ფილმი ჰგავს წიგნს „კერძო ადამიანები“, რომელიც მოსკოვში 2008 წელს გამოიცა და რომელშიც ასევე კოჟოკინის ნარკვევები შევიდა უბრალო ადამიანებზე.

 „ეს არიან ადამიანები, რომლებიც არ შედიან პოლიტიკურ პარტიებში. არ გამოდიან სახელმწიფოს არც მომხრე, არც წინააღმდეგ. ისინი თავიანთი პროფესიული ცხოვრებით ცხოვრობენ… მგონია რომ რუსეთშიც და საქართველოშიც ადამიანთა ძალიან დიდი ნაწილი „კერძო ადამიანია“, — თქვა კოჟოკინმა. 

ალექსანდრა როზოვსკაია საქართველოში - Sputnik საქართველო
რუსი მსახიობები: საქართველო — ეს გულია

 უნდა აღინიშნოს, რომ ფილმის სცენარი სიმეტრიის პრინციპითაა აგებული. მაგალითად, ფილმში ნაჩვენები იქნება რუსული წარმოშობის დიზაინერი, რომელიც თბილისში მუშაობს და მისი ქართველი კოილეგა, რომელიც მოსკოვში მოღვაწეობს. ამავე პრინციპით იქნება მოთხრობილი რუსი და ქართველი მხატვრებისა და მასწავლებლების ისტორიები. გადამღები ჯგუფი აპირებს რვა ასეთი გმირი გადაიღოს. 

 „ჩვენ სიუჟეტი გვაქვს რუსული ენის  მასწავლებელზე თბილისში და ქართული ენის — მოსკოვში. მასთან დაბრუნების შემდეგ უნდა ავიღოთ ინტერვიუ. კიდევ ერთი გმირი — რუსი მოძღვარია, რომელიც წმინდა გიორგის სახელობის ისტორიულ ტაძარში თბილისში ქართულ ენაზე ქადაგებს“, — განაცხადა რეჟისორმა. 

 ფილმში განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი სიუჟეტს ქართველ ფილოსოფოს მერაბ მამარდაშვილზე. იმისათვის, რომ აქაც არ დარღვეულიყო სიმეტრიის პრინციპი, რეჟისორი აპირებს მოსკოვში ჩაწეროს ქართველი ფილოსოფოსის მეგობარი, რუსეთის ყოფილი ომბუდსმენი ვლადიმირ ლუკინი. 

 ფილმის რეჟისურაში ევგენი კოჟოკინს პარტნიორობას მისი ქალიშვილი იანა რაისკაია უწევს, რომელსაც ასევე ეკუთვნის სცენარი. ეს არ არის გადამღები ჯგუფის პირველი ჩამოსვლა თბილისში, ისინი უკვე იმყოფებოდნენ აქ ივლისში, გადაღებების მოსამზადებლად. 

 „აკეთო ფილმი, სადაც იქნება თბილისი — ეს უბრალოდ საჩუქარია, რადგან ეს საოცრად საინტერესო ქალაქია. მე ამას ვიმეორებ ნიუ-ორკსა და პარიზშიც… მე უბრალოდ ძალიან მომწონს თბილისი“, განაცხადა ევგენი კოჟოკინმა. 

 უახლოეს მომავალში ჯგუფი ფილმის მონტაჟს შეუდგება. დოკუმენტური ფილმის საბოლოო ვარიანტი მომავალი წლის თებერვალში იქნება მზად — ასე ფიქრობს ევგენი კოჟოკინი. ამის შემდეგ ფილმი როგორც რუსულ, ასევე ქართულ კინოგაქირავებაში ჩაეშვება. მოგვიანებით ფილმის შემქმნელები აპირებენ კინოლენტა ქსელში დადონ და თავისუფლად ხელმისაწვდომი გახადონ. 


ყველა ახალი ამბავი
0