თბილისში ევროკავშირის ექსპერტები ჩამოვლენ

გამოწერა
ევროკომისიის 2015 წლის 8 მაისის მოხსენების თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის (VLAP) 15 ძირითადი მოთხოვნიდან შვიდი შეასრულა.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. თბილისში  ევროკავშირის შემფასებელთა მისია ჩამოდის საქართველოს მიერ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის თაობაზე მოხსენების მოსამზადებლად. ამის შესახებ ხუთშაბათს, 24 სექტემბერს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრეს-სამსახური იტყობინება.

 ევროკომისიის 2015 წლის 8 მაისის მოხსენების თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის (VLAP) 15 ძირითადი მოთხოვნიდან შვიდი შეასრულა. მოხსენებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეოთხე ბლოკის შესრულების თვალსაზრისით არსებითია.

ბრიუსელი - Sputnik საქართველო
ელჩი: ევროკავშირთან საქართველოს უვიზო რეჟიმი მიგრაციის პრობლემებზეა დამოკიდებული

 ექსპერტები საქართველოში 28 სექტემბერს ოთხდღიანი ვიზიტით ჩამოვლენ. 

 „მისია შეაფასებს ღონისძიებებს, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით“, — ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის სეტყობინებაში. 

 საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე დიალოგი 2012 წელს დაიწყო. სამოქმედო გეგმა, რომელიც 4 ფაზას მოიცავს, ქვეყანამ 2013 წლის თებერვალში მიიღო. 


ყველა ახალი ამბავი
0