თბილისში ფოტოგრაფიის ფესტივალი იხსნება

© фото - http://comode.kz/თბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფესტივალის ცენტრალური მოვლენა ტრადიციულად ფოტოგრაფიის ღამე იქნება, რომელიც შარდენის სკვერში 20:00-დან 01:00-მდე გაიმართება. ღონისძიებას ქართული ჯგუფი The Jetbird გახსნის.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. წელს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილი  „თბილისის ფოტოფესტივალი 2015“ საქართველოს დედაქალაქში 25 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე გაიმართება, იტყობინებიან ფესტივალის ორგანიზატორები. 

 თბილისის ფესტივალში (Tbilisi Photo Festival) მონაწილეობას მიირებენ ფოტოგრაფები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომელთა შორისაა უკრაინა, რუსეთი, ირანი, ავღანეთი, ეგვიპტე და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები. 

 ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასები, ლექციები და დისკუსიები ცნობილი ფოტოგრაფების მონაწილეობით. 

 ღონისძიებები სხვადასხვა მოედანზე გაიმართება. ფესტივალი ქალაქის ისტორიულ ნაწილში — აბანოთუბანში ფოტოგრაფების კლაუდია ხაინერმანის (Claudia Heinermann), მიხალ ივანოვსკის (Michal Iwanowski) და ინდრე სერპიტიტის (Indre Serpytyte) გამოფენით — „ომის შემდგომი ისტორიები“ გაიხსნება.

კვირის ბოლოს თბილისის თეატრალური ფესტივალი გაიხსნება

 ფესტივალის ცენტრალური მოვლენა ტრადიციულად ფოტოგრაფიის ღამე იქნება, რომელიც შარდენის სკვერში 20:00-დან  01:00-მდე გაიმართება. ღონისძიებას ქართული ჯგუფი The Jetbird გახსნის. 

 პირველად ეს ღონისძიება თბილისში 2010 წელს შედგა, როგორც კავკასიური ვერსია ფოტოფრაფიის ღამეებისა ფრანგულ ქალაქ არლში (La Nuit De L'Annee).

 

ყველა ახალი ამბავი
0