კვირის ბოლოს თბილისის თეატრალური ფესტივალი გაიხსნება

გამოწერა
26 სექტემბერს მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნება.

თბილისი, 21 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. 26 სექტემბერს მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიხსნება, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურში.

ფესტივალის ფარგლებში გათვალისწინებულია საზღვარგარეთული და ქართული თეატრების სპექტაკლების ჩვენება, სემინარები და კულტურის მოღვაწეთა გამოფენები. 

ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად წელს საქართველოში ჩამოდიან თეატრალური დასები ინგლისიდან, კორეიდან, გერმანიიდან, ლიტვიდან, ხორვატიიდან, საფრანგეთიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, შვედეთიდან და პოლონეთიდან.

პროგრამაშია 19 ქართული თეატრის დადგმა, მათ შორის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის, გრიბოედობის სახელობის თეატრის, თავისუფალი თეატრის, ეროვნული მუსიკალური ცენტრის.

ფესტივალის მხარდამჭერია კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. ფესტივალი 18 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წელს თბილისის მერიამ დააარსა.

ყველა ახალი ამბავი
0