ბურჯანაძე: ბლოკადა ადასტურებს რომ კიევი ყირიმს თავისად არ თვლის

© photo: Sputnik / Александр Имедашвили / გადასვლა მედიაბანკშინინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბურჯანაძის აზრით, უკრაინის ხელისუფლება „თავად უწყობს ხელს იმ ხალხს, ვინც ხედავს რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია და არასოდეს გახდება უკრაინის“.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ყირიმის ბლოკადა კიევის მხრიდან მხოლოდ ხაზს უსვამს, რომ უკრაინის ხელისუფლება უკვე თავისად აღარ თვლის ამ ნახევარკუნძულს, განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ. 

 კვირას რუსეთის ფედერაციაში აკრძალული ექსტრემისტული მოძრაობა „მარჯვენა სექტორის“ და სხვა უკრაინული ორგანიზაციების აქტივისტებმა ყირიმში შურსატის მიწოდება შეწყვიტეს და ნახევარკუნძულის „უვადი სასურსათო ბლოკდა“ წამოიწყეს. ყირიმის ხელისუფლებამ აქციას უაზეო უწოდა. კიევის ხელისუფლება კი აქციას არ ეწინააღმდეგება. 

 „ყირიმის ირგვლივ განვითარებული ბოლო მოვლენები, მხედველობაში მაქვს ბლოკადა,  კიდევ ერთხელ ამტკიცებენ იმას, რაც უკვე ვთქვი: ყირიმი რუსეთის ნაწილია და არასოდეს გახდება უკრაინის“, — უთხრა მან ჟურნალისტებს პეტერბურგში მიმდინარე ევრაზიული ქალთა ფორუმის კულუარებში. 

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
მატვიენკო და ბურჯანაძე პეტერბურგში საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებზე იმსჯელებენ

 ბურჯანაძის თქმით, კიევის ხელისუფლება არ ეწინააღმდეგება ყირიმის ბლოკადას „მარჯვენა სექტორის“ მხრიდან და თვითონაც არ ესმით, რომ „ამით ამტკიცებენ, რომ ყირიმელებს თავიანთ მოქალაქეებად არ თვლიან“.

 „როგორ უნდა მოაქციო ბლოკადაში ადამიანები ნაცვლად იმისა, რომ ესაუბრო. მგონია, რომ ისინი (უკრაინის ხელისუფლება — რედ.) თავად უწყობენ ხელს იმ ადამიანებს, ვინც ხედავს, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია და უკვე არასოდეს გახდება უკრაინის“,  - დაასკვნა მან. 


ყველა ახალი ამბავი
0