მატვიენკო და ბურჯანაძე პეტერბურგში საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებზე იმსჯელებენ

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშინინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე იმ საკითხებს განიხილავენ, რომლებიც არა მხოლოდ რუსეთში მცხოვრებ ქართველებს, არამედ საქართველოში მცხოვრებ რუსებსაც შეეხება.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო და საქართველოს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პეტერბურგში გამართულ შეხვედრაზე რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე იმსჯელებენ, განუცხადა ჟურნალისტებს ბურჯანაძემ.

„ამჟამად პრიორიტეტული შეხვედრები გვაქვს ფედერაციის საბჭოს წარმომადგენლებთან და მე მადლიერი ვარ ვალენტინა მატვიენკოსი მოწვევისთვის (ფორუმზე). მთავარი არა მხოლოდ კონფერენციაში მონაწილეობა, არამედ პირადად მასთან და ფედერაციის საბჭოს სხვა წევრებთან შეხვედრაა, რომელიც ზუსტად ერთ საათში დაიწყება“, — განაცხადა ბურჯანაძემ ევრაზიის ქალთა ფორუმის დაწყებამდე.

მისი განმარტებით, „მნიშვნელოვანია საუბარი იმ ადამიანებთან, რომლებიც რუსეთის სახელმწიფოს გადაწყვეტილებებში უშუალოდ მონაწილეობენ“.

„საუბარი იქნება იმ პრობლემებზე, რომლებიც ჩვენს ხალხს აწუხებს და გვინდა ვაჩვენოთ, თუ საქართველოს გარკვეული ნაწილი როგორ უყურებს ამ რუსულ-ქართულ ურთიერთობებს — ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ეს გარკვეული პრელუდიაა იმისთვის, რომ არჩევნების, პარლამენტში მოსვლის შემდეგ, უკვე ის ბიძგები განვახორციელოთ, რომლებიც რუსულ-ქართულ ურთიერთობებში აუცილებელია“, — განაცხადა მან.

„შევეხებით ყველა საკითხს, რომლებიც არა მხოლოდ რუსეთში მცხოვრებ ქართველებს, არამედ საქართველოში მცხოვრებ რუსებსაც შეეხება. ჩვენ ბევრი საკითხი გვაღელვებს — თავისუფალი გადაადგილებაც, ბაზრის საკითხებიც, საზღვრის საკითხიც“, — დაასკვნა მან.

მანამდე, ივლისში, როდესაც ბურჯანაძე მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდა, დედაქალაქში რუსეთის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან რიგი შეხვედრები გამართა, მათ შორის სახელმწიფო დუმის სპიკერ სერგეი ნარიშკინთან და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები მას შემდეგ გაწყვიტა, რაც რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა, რომლებიც ქვეყნის სათავეში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდნენ, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების მოგვარება დაასახელეს. 

 


ყველა ახალი ამბავი
0