სექტემბერში ყველა ტიპის საწვავზე ფასები 5 თეთრით შემცირდა

© DSNewsსაწვავი
საწვავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 15-20 თეთრით ნაკლებია ლიტრაზე, ვიდრე ბრენდულ სადგურებზე, იტყობინება ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი.

თბილისი, 23  სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ყველა ტიპის საწვავზე  ფასები ამ დღეებში საშუალოდ 5 თეთრით (2,1 ცენტით) შემცირდა, იტყობინება საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი. 

 დღეისათვის, ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასები შეადგენს: სუპერი ტიპის ბენზინი —  2,07-2,10 ლარი; პრემიუმი ტიპის ბენზინი — 1,99-2,10 ლარი; რეგულარის ტიპის ბენზინი — 1,83-1,99 ლარი; დიზელი ლ-62 —1,77-1,86 ლარი; ევრო დიზელი — 1,92-2,05 ლარი. ხოლო არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 15-20 თეთრით ნაკლებია ლიტრაზე, —იტყობინება ნავთობპროდუქტების იმპორტიორტა კავშირი.

 საწვავზე ფასი საქართველოს საცალო ქსელში ასევე 5 თეთრით შემცირდა აგვისტოშიც. 

საწვავი - Sputnik საქართველო
კონკურენციის სააგენტომ ნავთობპროდუქტებით მოვაჭრეები კარტელურ გარიგებაში ამხილა

 „საწვავის საცალო ფასი საქართველოში ორ ფაქტორზეა დამოკიდებული: ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასი Platt's-ის შესაბამისად და ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში. ბოლო დროს ლარის მკვეთრი ვარდნა პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს საწვავის ფასზე. აქედან გამომდინარე არ მოხდა საწვავზე ფასების უფრო მეტად დაწევა“, — იტყობინება კავშირი.


ყველა ახალი ამბავი
0