თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საერთაშორისო კონფერენცია „ლიტერატურა, მუსიკა და კულტურული მემკვიდრეობა“ შედგება 2015 წლის 25-29 სექტემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, იტყობინებიან ღონისძიების ორგანიზატორები.
კონფერენციის ქართველი და უცხოელი მონაწილეები განიხილავენ ლიტერატურული და მუსიკალური პროფილის მუზეუმების მოღვაწეობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
დაგეგმილია ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა ლიტერატურისა და მუსიკის გავლენა ახალგაზრდა თაობაზე, ასევე კულტურული პროცესების როლო საზოგადოების ძალადობისაგან დაცვაში და ა.შ.
საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, გიორგი ლეონიძის სახელობის მუზეუმში ასევე შედგება მრგვალი მაგიდა, სადაც წამოწეული იქნება თანამედროვე მსოფლიოში ლიტერატურული მუზეუმის აქტუალური ამოცანები და მისი როლი გლობალიზაციის პირობებში.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან: ლიტერატურის მუზეუმების საერთაშორისო კომიტეტი, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
ICOM აქტივობების მიზანია ლიტერატურისა და მუსიკალური პროფილის მუზეუმების კვლევა, გამოცემების მომზადება, გამოფენების მოწყობა და განათლება, გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება — გავრცელება, მუზეუმების თანამშრომლობის განვითარება საერთაშორისო დონეზე, კურატორების მხარდაჭერა გამოფენების გაცვლის საკითხებში, სემინარებისა და ვორქშოფების ორგანიზება სხვადასხვა თემებზე.