თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ავსტრიის ობერვარტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოს იუნიორთა ნაკრებმა, გუნდურ შეჯიბრში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
რუსეთის ნაკრებთან ¼ ფინალის წაგების (2:3) შემდეგ, ქართველი ძიუდოისტები რეპეშაჟში მოხვდნენ, სადაც ბრინჯაოს მედლისათვის ბრძოლაში ჯერ სერბებს მოუგეს (5:0), ხოლო შემდეგ უკრაინელებს (4:1).
გუნდური შეჯიბრის გამარჯვებული რუსეთის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში გერმანიის ნაკრებს მოუგო 5:0.
ამრიგად, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 6 მედალი მოიპოვა — სამი ოქრო და სამი ბრინჯაო. კონტინენტური პირველობის უმაღლესი ჯილდოები მოიპოვეს: თამაზ კირაკოზაშვილმა (-73კგ.), ბექა ღვინიაშვილი (-90 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ). ბრინჯაოს მედლები შეხვდათ თორნიკე ნაგლიაშვილს (-60კგ) და გიორგი კაციაშვილს (-73 კგ).
საერთო გუნდური მედლების ჩათვლაში, საქართველოს ნაკრებმა მესამე ადგილი დაიკავა. ამ მაჩვენებლით გამარჯვება ჰოლანდიელებმა მოიპოვეს, რომელთა ანგარიშზე 4 ოქრო, 1 ვერცხლი და ერთი ბრინჯაოა. მეორე ადგილზე კი საფრანგეთია, რომელმაც საქართველოს ნაკრებს ერთი ბრინჯაოს მედლით გაასწრო.