თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. იუნიორთა შორის ევროპის მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში, რომელიც ავსტრიის ობერვარტში მიმდინარეობს, ბექა ღვინიაშვილმა (-90კგ.) და გურამ თუშიშვილმა (+100კგ.) ოქროს მედლები მოიპოვეს.
ღვინიაშვილმა ფინალურ შერკინებაში გერმანიის წარმომადგენელს დავიდ ტეკიჩს მოუგო, ხოლო თუშიშვილმა არც ერთი შანსი არ დაუტოვა რუსლან შახბაზოვს რუსეთიდან.
90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებს დავით რამაზაშვილი წარმოადგენდა, მაგრამ ქართველმა ძიუდოისტმა პირველივე ორთაბრძოლა წააგო.
ამრიგად, ევროპის ჩემპიონატის ფინალური დღის წინ, საქართველოს ნაკრების ყულაბაში 5 მედალია — 3 ოქრო და 2 ბრინჯაო. მანამდე თამაზ კირაკოზაშვილი საუკეთესო გახდა 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, ხოლო გიორგი კაციაშვილი (-73კგ) და თორნიკე ნაგლიაშვილი (-60კგ) ბრინჯაოს მედლების მფლობელები.
ევროპის ჩემპიონატი 20 სექტემბერს გუნდური შეჯიბრებით დასრულდება.