თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. ტონგას რაგბის ნაკრების კაპიტანმა ნილი ლატუმ საქართველოს ნაკრებთან მატჩზე კომენტირებისას განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრებს უფრო გაუმართლა.
დიდ ბრიტანეთში, საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა, თავის პირველ თამაშში მსოფლიო ჩემპიონატზე, ტონგას გუნდს 17:10 (10:3) მოუგო. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ მამუკა გორგოძე დაასახელეს.
„საქართველოს ნაკრებს უფრო გაუმართლა. ვთვლი რომ ორი თანასწორი გუნდი თამაშობდა და შანსები 50 /50 —ზე იყო. ვთვლი რომ მსაჯებმა უფრო ხშირად უნდა მოითხოვონ განმეორებითი ჩვენება, რადგან მსაჯების ზოგიერთ გადაწყვეტილების გასაჩივრება შეგვეძლო. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი ბრალია რომ გუნდმა ვერ შეძლო ეჩვენებინა თავისი თამაში. საქართველოს ნაკრები მუდმივ ზეწოლას ახდენდა ჩვენზე შერკინებებსა და დერეფნებში. ჩვენ ვერ შევძელით თამაშზე კონტროლის დამყარება“, — თქვა ნილი ლატუმ.
შემდეგ მატჩს ტონგა 29 სექტემბერს ნამიბიასთან გამართავს.