თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა 19 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში შვეიცარიის გუნდთან 0:23 წააგო. მატჩი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი რაუნდის ფარგლებში ჩატარდა.
შვეიცარიელთა შემადგენლობაში პენტა-ტრიკი (5 გოლი) ლესლი რამზაიერმა გააფორმა, ხოლო პოკერი (ოთხი გოლი) სამი მოთამაშის — იულია გლაზერის, ვანესა პერომინგოს და სელინ იმხოფის ანგარიშზეა.
საინტერესო ფაქტია, რომ ექვსი წლის წინ, 2009 წელს, ევროპის ჩემპიონატის პირველი რაუნდის ფარგლებში, 17 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში, შვეიცარიის ნაკრებმა ქართველ გოგონებს ასეთივე ანგარიშით მოუგო.