ქართველ ქალთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს იწყებს

© https://www.facebook.com/GeorgianFFofficialსაქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემდეგ თამაშს, ქართველ ფეხბურთელთა ნაკრები 22 სექტემბერს ჩეხეთის გუნდთან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. იტალიისა და ჩეხეთის გარდა მეექვსე შესარჩევ ჯგუფში, საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგეები იქნებიან შვეიცარიელები და ჩრდილო-ირლანდიელები.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ კომპანიაში 18 სექტემბერს, პარასკევს პირველ მატჩში იტალიის ნაკრებს შეხვდება. 

 თამაზ კოსტავას გუნდი თავის პირველ ორთაბრძოლას მეექვსე შესარჩევ ჯგუფში ქალაქ სპეციაში გამართავს. თამაში  თბილისის დროით, 20:30 საათზე დაიწყება. მანამდე ნაკრებები ერთმანეთს არ შეხვედრიან. 

 შემდეგ თამაშს, ქართველ ქალ ფეხბურთელთა ნაკრები 22 სექტემბერს ჩეხეთის გუნდთან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს. იტალიისა და ჩეხეთის გარდა მეექვსე შესარჩევ ჯგუფში, საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგეები იქნებიან შვეიცარიელები და ჩრდილო-ირლანდიელები. 

 ქალთა შორის ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატი 2017 წელს ჰოლანდიაში გაიმართება. შესარჩევ ტურნირში 8 ჯგუფად გადანაწილებული 40 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. რვა ჯგუფის გამარჯვებული და 6 მეორე ადგილზე გასული საუკეთესო გუნდი ავტომატურად მიიღებს ევროპის ჩემპიონატის საგზურს. ორი სხვა გუნდი, რომელიც თავის ჯგუფებში მეორე ადგილზე გავა, ერთმანეთს შეერკინება და ამ ორთაბრძოლის გამარჯვებული მიიღებს მე-15-ე საგზურს. 

 ჰოლანდიის ნაკრები, როგორც კონტინენტური პირველობის მასპინძელი, შესარჩევ ტურნირში მონაწილეობას არ მიიღებს. 


ყველა ახალი ამბავი
0