პრეფექტი: ხორვატიის აღმოსავლეთში ჰუმანიტარული კატასტროფაა

© photo: Sputnik / Sergey Stroitelev / გადასვლა მედიაბანკშიმიგრანტები გერმანიაში
მიგრანტები გერმანიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ათასობით ადამიანი ჩავიდა რკინიგზის სადგურზე, სადაც ზაგრებისაკენ მიმავალ მატარებლებს ელოდებიან. ამასთან მატარებლები არ ჰყოფნით და ხელისუფლებამ ხალხის გაყვანა ლტოლვილთა მიღების ცენტრებში ავტობუსებით დაიწყო.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. ხორვატიის აღმოსავლეთით ლტოლვილთა დიდი ნაკადის გამო ჰუმანიტარული კატასტროფაა, ქვეყნის ხელისუფლება კი საკმარის ძალისხმევას არ იჩენს კრიზისის გადასაჭრელად, განაცხადა ვუკოვარსკ-სერმის ოლქის ხელმძღვანელმა ბოჟო გალიჩმა.

 „ამ კატასტროფის მასშტაბები  ჩვენს რესურსებს აღემატება“ — განუცხადა ჟურნალისტებს ჩინოვნიკმა. 

დევნილები - Sputnik საქართველო
მედია: ხორვატიაში გასული დღე–ღამის განმავლობაში 4 ათასი მიგრანტი ჩავიდა

 ამ დროისათვის სერბეთის საზღვარზე,  ქალაქ ტოვარნიკში,  სერბეთის ტერიტორიიდან ლტოლვილთა მასიური მოზღვავების გამო,  ყველაზე  რთული სიტუაცია შეიქმნა. ათასობით ადამიანი ჩავიდა რკინიგზის სადგურზე, სადაც ზაგრებისაკენ მიმავალ მატარებლებს ელოდებიან. ამასთან მატარებლები არ ჰყოფნით და ხელისუფლებამ ხალხის გაყვანა ლტოლვილთა მიღების ცენტრებში ავტობუსებით დაიწყო.

 გალიჩმა ხელისუფლებას ლტოლვილთა დროებით ბანაკებში განთავსება შესთავაზა, რომლებიც თავის მხრივ ტოვარნიკ-ვინკოვიცის სარკინიგზო მონაკვეთის გასწვრივ იქნება განთავსებული და ამით ერთის მხრივ უფრო მეტი რაოდენობის ხალხის დატევას შეძლებენ, მეორეს მხრივ კი თავიდან აიცილებენ ლტოლვილთა შეხებას დასახლებულ პუნქტებთან. გარდა ამისა პრეფექტის განცხადებით, სახელმწიფო ხელისუფლებას არ აქვს კრიზისთან გამკლავების კონკრეტული გეგმა. 

 „არ შეიძლება 5 ათასი ადამიანის გადასაყვანად ათას კაციანი მატარებელი გამოყო, ამას გეგმას ვერ უწოდებ. ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს ამაზე“, —  განაცხადა პრეფექტმა. 

 რაც შეეხება დაცვისა და სამაშველო სახელმწიფო სამსახურის რეაგირებას, გალიჩმა თქვა რომ ეს სამსახური ამ კატასტროფის დროს მუშაობისათვის იმავე შეფასებას იმსახურებს რაც მისი სატელეფონო ნომერია — 112 ე.ი. ერთიანებს და ორიანს, ხოლო „ხორვატიის ხელისუფლება კი ამ ნიშნის ღირსიც არ არის“.


ყველა ახალი ამბავი
0