მედია: ხორვატიაში გასული დღე–ღამის განმავლობაში 4 ათასი მიგრანტი ჩავიდა

© AP Photo/ MTI/Zoltan Baloghდევნილები
დევნილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიგრანტთა ნაკადი ქვეყანაში მას შემდეგ გაიზარდა, რაც უნგრეთის ხელისუფლებამ საზღვარზე მკაცრი კონტროლი დააწესა. ოთხშაბათს ხორვატიაში დაახლოებით 1,2 ათასი მიგრანტი ჩავიდა.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. გასული დღე–ღამის განმავლობაში ხორვატიაში 4 ათასამდე მიგრანტი ჩავიდა, იუწყება სააგენტო „ფრანს–პრესი“ ხორვატიის სახელმწიფო ტელეარხ HRT–ზე დაყრდნობით. 

ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან ლტოლვილებმა ევროკავშირის ქვეყნებში მოხვედრის მიზნით, სერბეთსა და ხორვატიას შორის არსებული საზღვრის გადალახვა მას შემდეგ დაიწყეს, რაც უნგრეთის ხელისუფლებამ სერბეთთან საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა. უნგრეთის ხელისუფლებას ხორვატიასა და რუმინეთთან საზღვარზე ღობის აშენება აქვს განზრახული. 

აგვისტოს ბოლოს უნგრეთმა დაასრულა სერბეთთან საზღვარზე ოთხმეტრიანი ღობის მშენებლობა, ხოლო 15 სექტემბერს მიიღო კანონი, რომელიც საზღვარზე არალეგალურად გადასულების სისხლის სამართლებრივ დევნას ითვალისწინებს. 

2015 წლის დასაწყისიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე 500 ათასამდე მიგრანტი ჩავიდა. მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ევროკომისიის განცხადებით, ამჟამინდელი მიგრაციული კრიზისი უმსხვილესია მეორე მსოფლიო ომისშემდგომ მიგრაციულ კრიზისებს შორის. 

 


ყველა ახალი ამბავი
0