აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვის საშიშროება აირიდეს

© FB / STC Deltaსეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი
სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა კახეთში 2015 წლის გაზაფხულზე დააყენეს. მას შეუძლია აღმოაჩინოს სეტყვის ღრუბლები და გააკონტროლოს ისინი საწყის სტადიაში. საცეცხლე წერტილები მოწყობილია კახეთის ყველა რაიონში.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის “დელტას“ თანამშრომლებმა აღმოსავლეთ საქართველოში სეტყვასაშიში ღრუბლის კერა გაანეიტრალეს, იტყობინება ცენტრის პრეს-სამსახური ოთხშაბათს, 16 სექტემბერს. 

 „კახეთის რეგიონში ახმეტის რაიონის თავზე ჩრდილო-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებთ შემომავალი მეოთხე კატეგორიის სეტყვის ღრუბელი დაფიქსირდა, საერთო ფართობით 185 კვ.კმ. სეტყვის მოსვლის ალბათობა 80 % იყო, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 40 მმ-მდე“, — ნათქვამია შეტყობინებაში.

სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი СД-26 - Sputnik საქართველო
„დელტა“: სეტყვის ღრუბლების განეიტრალება კახეთში შეუძლებელი იყო

 ახმეტის რაიონში სეტყვასაშიში ღრუბლის კერა მთლიანად განეიტრალდა მას შემდეგ, რაც ღრუბელზე სამჯერ განხორცილდა სარაკეტო ზემოქმედება და გასროლილი იქნა 15 ერთეულამდე სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა.

 სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა კახეთში 2015 წლის გაზაფხულზე დააყენეს. მას შეუძლია აღმოაჩინოს სეტყვის ღრუბლები და გააკონტროლოს ისინი საწყის სტადიაში. საცეცხლე წერტილები მოწყობილია კახეთის ყველა რაიონში.

 სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ სეტყვის ღრუბლების გაფანტვას საქართველოს მთავრობის დაკვეთით აწარმოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით. პროექტი საპილოტოა.

ყველა ახალი ამბავი
0