რუსთავის ციხეში ერთი პატიმარი კვლავ შიმშილობს

© photo: Sputnik / Andrey Stenin / გადასვლა მედიაბანკშიЗаключенный
Заключенный - Sputnik საქართველო
გამოწერა
პატიმრები, უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების გამო. სსკ ახალი რედაქციის თანახმად, გაიყო ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაციისა და შენახვის ცნება და შემცირდა სასჯელის ვადა ნარკოტიკების შენახვაზე, ხოლო რეალიზაციისათვის სასჯელის ვადა უცვლელი — 6–დან 11 წლამდე დარჩა.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. რუსთავის N17 საპყრობილეში ერთ-ერთი მსჯავრდებული  ახალი ანტინარკოტიკული კანონმდებლობის გადახედვის მოთხოვნით, კვალვ განაგრძობს შიმშილობას, იტყობინება ქართული მედია. 

 აგვისტოში, იმავე ციხეში 12 მსჯავრდებული შიმშილობდა, მათ შორის ერთმა პროტესტის ნიშნად პირიც კი ამოიკერა. 

მსჯავრდებული - Sputnik საქართველო
მსჯავრდებულებმა რუსთავის ციხეში შიმშილობა გამოაცხადეს

 პატიმრები, უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების გამო.  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლის ახალი რედაქციის თანახმად, გაიყო ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზაციისა და შენახვის ცნება და შემცირდა სასჯელის ვადა ნარკოტიკების შენახვაზე, ხოლო რეალიზაციისათვის სასჯელის ვადა უცვლელი — 6–დან 11 წლამდე დარჩა.

 რა მიზეზით შეწყვიტა დანარჩენმა 11 პატიმარმა შიმშილობა მედიისათვის უცნობია.  


ყველა ახალი ამბავი
0