ავიაკომპანიის British Airways სამგზავრო თვითმფრინავს Boeing 777 ლას-ვეგასის აეროპორტიდან აფრენისას ხანძარი გაუჩნდა, მოხდა ბორტზე მყოფი ყველა ადამიანის ევაკუირება. იხილეთ შემთხვევის ადგილზე გადაღებული კადრები.
ლონონის მიმართულებით რეისის შემსრულებელ “BOEING 777”–ს, რომლის ბორტზეც 159 მგზავრი და ეკიპაჟის 13 წევრი იმყოფებოდა, ლას-ვეგასის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე ხანძარი გაუჩნდა. ალი, როგორც სააგენტო Ruptly იტყობინება, თვითმფრინავის შუა ნაწილში წარმოიქმნა.
ლაინერიდან ევაკუაცია ინიდენტისთანავე მოხდა, ყველა მგზავრი ტერმინალში გადაიყვანეს ავტობუსების საშუალებით.
ტელეკომპანიის CNN ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავდა 14 ადამიანი. ყველა მათგანს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. მანამდე აეროპორტის წარმომადგენლები ორი დაშავებულის შესახებ ავრცელებდნენ ინფორმაციას.
როგორც CNN იუწყება, აეროპორტის ნაწილი დაკეტილია, რამაც შესაძლოა რეისების შეფერხება გამოიწვიოს.
ხანძრის გაჩენის მიზეზი დგინდება.