ლამაზმანები ეროვნულ სამოსში: "მის პლანეტა" თბილისში ტარდება

გამოწერა
სილამაზის საერთაშორისო კონკურსი "მის პლანეტა" პირველად ტარდება საქართველოში. Miss Planet Georgia 2015 ფინალურ ნაწილში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების 26 ლამაზმანი მიიღებს მონაწილეობას.

სილამაზის საერთაშორისო კონკურსი "მის პლანეტა" პირველად ტარდება საქართველოში. Miss Planet Georgia 2015 ფინალურ ნაწილში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების 26 ლამაზმანი მიიღებს მონაწილეობას.

„მის პლანეტას“ საერთაშორისო ჟიური გამოავლენს, რომელიც 20 ქვეყნის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული
კონკურსის პირველ ტურში მონაწილეები ჟიურის წინაშე თავიანთ ეროვნულ კოსტიუმებში წარდგნენ. მეორე ტური ითვალისწინებს დეფილეს საცურაო კოსტიუმებში, რომელიც კახეთში, ერთ-ერთ ადგილობრივ სასტუმროში გაიმართება. 

მის პლანეტა-2015 - Sputnik საქართველო
კონკურსი „მის პლანეტა“ საქართველოში პირველად ტარდება

მესამე ეტაპი — ტალანტების ტური, თბილისში 10 სექტემბერს გაიმართება. კონკურსანტები თავიანთ ნიჭს წარმოაჩენენ (ცეკვა, სიმღერა, ხატვა და სხვა). ხუთ საუკეთესო ნომერს ფინალურ შოუში აჩვენებენ.

„მის პლანეტა 2015“-ის ნახევარფინალი სასტუმრო „კაჭრეთის ამბასადორში“ 11 სექტემბერს ჩატარდება, ხოლო ფინალი — 12 სექტემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში (ფილარმონია) გაიმართება. ფინალის შემდეგ, 23:00 საათზე კუს ტბაზე afterparty იგეგმება.

„მის პლანეტა 2015-ის“ გამარჯვებული, ტრადიციისამებრ, ექსკლუზიური ოქროს გვირგვინით დაჯილდოვდება. პრიზიორები კონკურსის სპონსორებისგან საჩუქრებს მიიღებენ. კონკურსის ფარგლებში ასევე გამოვლინდება გამარჯვებული ნომინაციაში „მაყურებლის სიმპათია“.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0