კონკურსი „მის პლანეტა“ საქართველოში პირველად ტარდება

"მის პლანეტა-2015"
მის პლანეტა-2015 - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების 26 ლამაზმანი მონაწილეობს. „მის პლანეტა 2015”-ზე საქართველოს თეთრიწყაროდან 18 წლის თინათინ ბაბლუანი წარადგენს.

თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. სილამაზის კონკურსი „მის პლანეტა 2015“, რომელიც სტარტს ორშაბათს, 7 სექტემბერს აიღებს, თბილისში პირველად ტარდება, იუწყებიან ღონისძიების ორგანიზატორები.

კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების 26 ლამაზმანი მონაწილეობს. „მის პლანეტა 2015“-ზე საქართველოს თეთრიწყაროდან 18 წლის თინათინ ბაბლუანი წარადგენს.

 „მის პლანეტას“ საერთაშორისო ჟიური გამოავლენს, რომელიც 20 ქვეყნის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული.

კონკურსის პირველ ტურში მონაწილეები თავიანთ ეროვნულ კოსტიუმებში წარდგებიან. ღონისძიება სასტუმრო Radisson Blue Iveria-ში 7 სექტემბერს გაიმართება.

მეორე ტური ითვალისწინებს დეფილეს საცურაო კოსტიუმებში, რომელიც სოფელ კაჭრეთში (კახეთი), სასტუმრო „ კაჭრეთის ამბასადორში“ გაიმართა.

მესამე ეტაპი — ტალანტების ტური, თბილისში 10 სექტემბერს, რესტორან „ჰერეთში“ გაიმართება. კონკურსანტები თავიანთ ნიჭს წარმოაჩენენ (ცეკვა, სიმღერა, ხატვა და სხვა). ხუთ საუკეთესო ნომერს ფინალურ შოუში აჩვენებენ.

 „მის პლანეტა 2015“-ის ნახევარფინალი სასტუმრო „კაჭრეთის ამბასადორში“ 11 სექტემბერს ჩატარდება, ხოლო ფინალი — 12 სექტემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში (ფილარმონია) გაიმართება.

ფინალის შემდეგ, 23:00 საათზე კუს ტბაზე afterparty იგეგმება.

 „მის პლანეტა 2015-ის“ გამარჯვებული, ტრადიციისამებრ, ექსკლუზიური ოქროს გვირგვინით დაჯილდოვდება.

პრიზიორები კონკურსის სპონსორებისგან საჩუქრებს მიიღებენ. კონკურსის ფარგლებში ასევე გამოვლინდება გამარჯვებული ნომინაციაში „მაყურებლის სიმპათია“. 


ყველა ახალი ამბავი
0