უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ორშაბათს უზენაეს რადასთან ახლოს მომხდარი არეულობების გამოსაძიებად პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბება მოითხოვა.
ორშაბათს უკრაინის უზენაესი რადის მახლობლად მომხდარი არეულობების შემსრულებლებმა და ორგანიზატორებმა მკაცრად უნდა აგონ პასუხი, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ. უზენაეს რადასთან შეტაკებებს მან ანტიუკრაინული აქცია და ზურგში დარტყმა უწოდა.
"მიტინგი ზურგში დარტყმაა, სხვაგვარად ვერ ვუწოდებ იმ მოვლენებს, რომლებიც დღეს ხმის მიცემის შემდეგ უზენაეს რადასთან განვითარდა. ეს იყო ანტიუკრაინული აქცია, რომლის გამოც მისი უკლებლივ ყველა ორგანიზატორი, ყველა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი მკაცრად აგებს პასუხს", — განაცხადა პოროშენკომ ტელემიმართვისას.
უკრაინის პარლამენტმა პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეთავაზებით ორშაბათს პირველი განხილვით
კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა ქვეყნის დეცენტრალიზაციასთან დაკავშირებით.
დოკუმენტის დამტკიცებამ რიგი დეპუტატების პროტესტი გამოიწვია. ხმის მიცემის შემდეგ რადასთან
არეულობები დაიწყო, დაახლოებით 140 ადამიანი დაშავდა, ერთი სამხედრო მოსამსახურე საავადმყოფოში
გარდაიცვალა, 30 ადამიანი დაკავებულია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ხუთი მუხლით, მათ შორისაა
მუხლი "მასობრივი არეულობების" შესახებ.