კიევში რადასთან მომიტინგეები ძალოვნებს აწვებოდნენ და ჩაფხუტებს ხსნიდნენ

გამოწერა
უკრაინის კონსტიტუციაში ცვლილებების წინააღმდეგ მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა კიევში უზენაესი რადას შენობასთან. წინასწარი მონაცემებით, არეულობის შედეგად დაშავდა დაახლოებით 100 ადამიანი.

უკრაინის კონსტიტუციაში ცვლილებების წინააღმდეგ მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკება მოხდა კიევში უზენაესი რადას შენობასთან. წინასწარი მონაცემებით, არეულობის შედეგად დაშავდა დაახლოებით 100 ადამიანი.

შეტაკების შედეგად ეროვნული გვარდიის 50-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, ოთხი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, გაანცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ.

რადას შენობასთან შეტაკებისას საბრძოლო ყუმბარა აფეთქდა, რის შედეგადაც დაახლოებით 100 ადამიანი დაშავდა. კიევის მილიციიც პრეს-სამსახურში ჯერ-ჯერობით არ არის ინფორმაცია იმ პიროვნების დაკავების შესახებ, ვინც ყუმბარა ააფეთქა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო აპირებს, რომ უზენაეს რადასთან მომხდარ არეულობას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭოს.

ატივისტების ძალოვნებთან შეტაკებაში გადაზრდილი მიტინგი ქვეყნის პარლამენტის მიერ კონსტიტუციაში ქვეყნის დეცენტრალიზაციის მიღების შემდეგ დაიწყო. ცვლილებების პროექტის განხილვა უზენაესი რადის დაბლოკილ ტრიბუნაზე მიმდინარეობდა. "რადიკალური პარტიის" დეპუტატები ფრაქციის მეთაურის გამოსვლისას ყვიროდნენ "სირცხვილი!", ასევე იყენებდნენ საყვირს, რათა პრეზიდენტის პროექტისათვის მხარდამჭერი პარლამენტარების გამსვლებისათვის ხელი შეეშალათ.

ყველა ახალი ამბავი
0