პირველი საბჭოური ატომური ბომბის გამოცდა: აშშ-ის ბირთვული მონოპოლიის დასასრული

გამოწერა
პირველი საბჭოური ატომური ბომბის გამოცდა 65 წლის წინ, 1949 წლის 29 აგვისტოს შედგა. იხილეთ საარქივო კადრები, თუ როგორ იქმნებოდა იარაღი, რომლის მეშვეობითაც სსრკ ბირთვულ ზესახელმწიფოდ იქცა.

პირველი საბჭოური ატომური ბომბის გამოცდა 65 წლის წინ, 1949 წლის 29 აგვისტოს შედგა. იხილეთ საარქივო კადრები, თუ როგორ იქმნებოდა იარაღი, რომლის მეშვეობითაც სსრკ ბირთვულ ზესახელმწიფოდ იქცა.

1945 წლის 17 ივლისს ბერლინთან ახლოს, პოტსდამში ანტიჰიტლერული კოალიციების სახელმწიფოთა მეთაურების მესამე და ბოლო შეხვედრა შედგა.

ერთ-ერთი ყრილობისას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჰარი თრუმენმა მიიღო შიფრი, რომელსაც დიდხანს ელოდა: "ბავშვი დაიბადა". ეს ნიშნავდა: ამერიკული ატომური ბომბის გამოცდა წარმატებით დასრულდა, თრუმენმა კი საბოლოოდ შეძლო სტალინისთვის შეეტყობინებინა, რომ აშშ-ს «ახლა წარმოუდგენელი დამანგრეველი ძალის მქონე იარაღი» გააჩნდა.

სტალინი ყველაფერს მიხვდა: მან დიდი ხნის მანძილზე იცოდა სამუშაოების შესახებ, რომლებიც აშშ-ში ბირთვული იარაღის შესაქმნელად მიმდინარეობდა.

რამდენიმე დღის შემდეგ, 6 აგვისტოს, ამერიკული ატომური ბომბი იაპონიის ქალაქ ჰიროსიმას თავზე აფეთქდა. 9 აგვისტოს კი — ნაგასაკის თავზე. დაიღუპა 200 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე, გადარჩენილთა დიდი ნაწილი კი დასხივებისგან მიღებული დაავადებებით დაიხოცნენ.

საბჭოთა ხელისუფლება საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნის აუცილებლობას აცნობიერებდა, რათა 

ბირთვული ერის დასაწყისი: პირველი ამერიკული ატომური ბომბი არქივის კადრებში - Sputnik საქართველო
ბირთვული ერის დასაწყისი: პირველი ამერიკული ატომური ბომბი

ამერიკული ატომური მონოპოლიისათვის წერტილი დაესვა.

უმკაცრესი გასაიდუმლოების პირობებში ლავრენტი ბერიას პატრონაჟით მეცნიერთა კოლექტივმა, რომელსაც

აკადემიკოსი კურჩატოვი ედგა სათავეში, დავალება შეასრულა.

1949 წლის 29 აგვისტოს სემიპალატინსკთან ახლოს სპეციალურად აშენებულ პოლიგონზე პირველი საბჭოური ატომური ბომბის წარმატებულმა გამოცდამ ჩაიარა. ნობელის პრემიის ლაურეატმა ოტო ჰანმა განაცხადა: "ეს კარგი ამბავია. თუ რუსეთსაც ექნება ატომური ბომბი, ომი არ იქნება".

რაც მართალია, მართალია. ვინ გარისკავს ჩვენი პლანეტის უსიცოცხლო სივრცედ გარდაქმნას?

ყველა ახალი ამბავი
0