კაცობრიობის ისტორიაში პირველი ატომური ბომბი აშშ-ში 70 წლის წინ, 1945 წლის 16 ივლისს აფეთქდა. იხილეთ არქივის კადრები, თუ როგორ მზადდებოდა ბირთვული იარაღი რობერტ ოპენჰეიმერის ხელმძღვანელობით.
1945 წლის 16 ივლისის დილას შტატ ნიუ-მექსიკოს ალამოგორდოს პოლიგონზე სასტიკმა "სოკომ" კაცობრიობის ისტორიაში ახალი ეპოქა დაიწყო, რომელშიც ზესახელმწიფოთა დავაში ბირთვული იარაღი საბოლოო და გადამწყვეტი არგუმენტი გახდა.
პლუტონით გაჯერებული ბომბი სახელწოდებით Gadget (მოწყობილობა, მექანიზმი), იყო სამიდან ერთ-ერთი ატომური ტვირთი, რომელი იმ დროისათვის აშშ-ს გააჩნდა. სასტიკი სამეული ამერიკული ბირთვული "პროექტი მანჰეტენის" ფარგლებში დამზადდა.
