მეზღვაურები ვლადივოსტოკში რუსეთისა და ჩინეთის გემების აღლუმს უყურებდნენ

გამოწერა
რუსული და ჩინური დანაყოფების ხომალდების აღლუმი, რომლებმა მონაწილეობა მიიღეს წვრთნებში "საზღვაო ურთიერთქმედება-2015 (II)", ვლადივოსტოკში პეტრე დიდის ყურეში ჩატარდა. იხილეთ ზეიმის კადრები.

რუსული და ჩინური დანაყოფების ხომალდების აღლუმი, რომლებმა მონაწილეობა მიიღეს წვრთნებში "საზღვაო ურთიერთქმედება-2015 (II)", ვლადივოსტოკში პეტრე დიდის ყურეში ჩატარდა. იხილეთ ზეიმის კადრები.

რუსმა და ჩინელმა მეზღვაურებმა საზეიმო ვითარებაში დაასრულეს "საზღვაო ურთიერთქმედება-2015" წვრთნები, რომელზეც ერთობლივ მანევრირებასა და თავდაცვის ორგანიზებაში ივარჯიშეს.

"გემების აღლუმი ადგილობივი დროით 13:30 საათზე დაიწყო. <…> ცერემონიაში მონაწილეობენ რუსული 

საზღვაო ურთიერთქმედება: ვლადივოსტოკში ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს დახვდნენ - Sputnik საქართველო
"საზღვაო ურთიერთქმედება": ვლადივოსტოკში ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს დახვდნენ

და ჩინური მხარეების გემები, რომლებიც წვრთნებში გამოიყენებოდა", — განაცხადა ვოსტოჩნის სამხედრო ოლქის

წარმომადგენელმა რომან მარტოვმა.

აღლუმში, მარტოვის თქმით, ასევე მონაწილეობდა საზღვაო ავიაცია: ჩინური და რუსული ვერტმფრენები, ასევე

რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის საზღვაო ავიაციის თვითმფრინავები.

წვრთნები 23-დან 27 აგვისტომდე მიმდინარეობდა. ორი ქვეყნის სამხედრო მეზღვაურებმა ერთობლივი მანევრირების, დივერსიის საწინააღმდეგო ორგანიზაციის, ნავსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო და გემსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხებზე იმუშავეს.

მანევრირების კულმუნაციად იქცა საზღვაო და საჰაერო დესანტის სამხრეთ ზღვისპირეთში კლერკის პოლიგონზე ერთობლივი ჩამოსვხმა, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე პირველად ჩატარდა.

წვრთნებში ორივე მხრიდან გამოიყენებოდა 22 გემი და ხომალდი, 15 თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 2 უპილოტო საფრენი აპარატი, 40 ერთეული ტექნიკა. სწავლებებში მონაწილეობას ღებულობდა საზღვაო ფეხოსანთა 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე.

ყველა ახალი ამბავი
0