"საზღვაო ურთიერთქმედება": ვლადივოსტოკში ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს დახვდნენ

გამოწერა
ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გემების დანაყოფი ვლადივოსტოკში რუს მეზღვაურებთან საერთო სწავლებებში "საზღვაო ურთიერთქმედება - 2015" ხუთშაბათს ჩავიდა.

ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გემების დანაყოფი ვლადივოსტოკში რუს მეზღვაურებთან საერთო სწავლებებში "საზღვაო ურთიერთქმედება — 2015" ხუთშაბათს ჩავიდა.

20-ზე მეტი სხვადასხვა კლასის გემი და ხომალდი, ასევე საზღვაო ავიაციის თვითმფრინავები და ვერტმფრენები იგეგმება ჩაერთოს რუსეთისა და ჩინეთის ფლოტების მასშტაბურ წვრთნებში. საჰაერო, სანაოსნო და წყალქვეშა ობიექტების მისამართით სროლებისა და მანევრების აქტიური ფაზა 24-27 აგვისტოს ჩატარდება.

სწავლებების კულმინაცია საზღვაო და საჰაერო მედესანტეების სამხრეთ პრიმორიეში კლერკის პოლიგონზე გადმოსხმა იქნება. რუსი და ჩინელი საზღვაო ფეხოსანთა საერთო გადმოსხმა რუსეთის ტერიტორიაზე პირველად ტარდება. სწავლებებში ორივე მხრიდან ჯამში 500 სამხედრო მოსამსახურე და 40 ერთეული სპეცტექნიკა გამოიყენება.

წვრთნები 28 აგვისტოს შეჯამებით, საზღვაო აღლუმით და პეტრე დიდის ყურეში გამოსამშვიდობებელი ცერემონიით დასრულდება.

ვლადივოსტოკში ვიზიტისას ჩინელი სამხედრო მეზღვაურები წყნარი ოკეანის ფლოტის შტაბს შეხვდებიან და ადგილობრივი ადმინისტრაციის მეთაურს ეწვევიან. ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ წვრთნები ჩინეთ-რუსეთის ყოველმხრივი სტრატეგიული ურთიერთქმედებებისა და პარტნიორობისკენ, არმიათაშორისი ამხანაგური თანამშრომლობის გაღრმავებისკენ და საზღვაო საფრთხის საერთო წინააღმდეგობის უსაფრთხოების შემდგომი გამყარებისკენაა მიმართული.

"საზღვაო ურთიერთქმედება — 2015" წვრთნების პირველი ეტაპი ხმელთაშუა ზღვაში მაისში ჩატარდა დ რუსეთისა და ჩინეთის შეიარაღებული ძალების შტაბების მაღალი შეფასება მიიღო. პირველ რუსულ-ჩინურ სწავლებებზე ხმელთაშუა ზღვაში ვარჯიშობდნენ არტილერიულ სროლებში, გემსაწინააღმდეგო თავდაცვასა და პირატებთან ბრძოლაში.

ყველა ახალი ამბავი
0