თბილისთან ახლოს ნატოს ცენტრში სხვადასხვა ქვეყნების ჯარისკაცებს ასწავლიან

გამოწერა
ნატოს გენერალურმა მდივანმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისთან ახლოს ნატოს საერთო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი გახსნეს. როგორც გახსნის ცერემონიაზე აღინიშნა, ამ ცენტრის დანიშნულებაა მოამზადოს და ასწავლოს როგორც ქართული, ისე ნატოს წევრი ქვეყნებისა და ალიანსის პარტნიორების ქვედანაყოფებიც.

გახსნის ცერემონია „კრწანისის“ ეროვნული სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე გაიმართა (თბილისთან ახლოს). 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
რუსეთი: საქართველოში ნატოს ცენტრის გახსნა ალიანსის პროვოკაციული ნაბიჯია

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, როგორც ქვეყნის შეიარაღებული

ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, საქართველოს კანონმდებელი და აღმასრულებელი ხელისუფლების

მაღალჩინოსნები, ასევე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლები და ქართველო სამხედრო მოსამსახურეები.

ნატოს სასწავლო ცენტრი საქართველოს ალიანსში გაწევრიანების ხელშემწყობი ღონისძიებების იმ პაკეტის ფარგლებში გაიხსნა, რომელიც საქართველოს ალიანსის წევრობაში ლტოლვისკენ დაეხმარება. ის 2014 წლის სექტემბერში უელსში გაამრთულ ალიანსის სამიტზე დაამტკიცეს. ცენტრში მომზადებას გაივლიან ალიანსის წევრი და პარტნიოტი–ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეები.

ალიანსის ექსპერტთა ჯგუფი რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდა საქართველოს სამხედრო ბაზების ინფრასტრუქტურას სასწავლო ცენტრის ადგილმდებარეობის განსასაზღვრად. თავდაპირველად ვაზიანის სამხედრო ბაზის ტერიტორია შეირჩა, სადაც საჩვენებელი წვრთნებიც კი გაიმართა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ცენტრი რამდენიმე სამხედრო ბაზაზე იფუნქციონირებს.

ყველა ახალი ამბავი
0