რუსეთი: საქართველოში ნატოს ცენტრის გახსნა ალიანსის პროვოკაციული ნაბიჯია

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ნატოსთან ერთობლივი სასწავლო ცენტრი გაიხსნა, რომლის მიზანია ალიანსის წევრი ქვეყნების ქვედანაყოფებისთვის წვრთნების ჩატარება ოპერატიულობის, შეთავსებადობისა და თანხვედრის ამაღლებისთვის.

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნას რუსეთის ფედერაცია ალიანსის პროვოკაციულ ნაბიჯად და სერიოზული დესტაბილიზაციის ფაქტორად აფასებს, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.

„ნატოს გენერალური მდივნის, ბატონი სტოლტენბერგის საქართველოში ყოფნის დროს მომზადებისა და შეფასების ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრი გაიხსნა… ცენტრის ბაზაზე გათვალისწინებულია ნატოს წევრი ქვეყნების, საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და ასევე ალიანსის პარტნიორი სახელმწიფოების ქვედანაყოფებისთვის სწავლებებისა და წვრთნების ჩატარება, რომლის მიზანი ოპერატიულობის, შეთავსებადობისა და თანხვედრის ამაღლება იქნება. ამ ნაბიჯს ვაფასებთ, როგორც ალიანსის პროვოკაციული პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც მისი გეოპოლიტიკური გავლენის გაფართოებისკენ არის მიმართული, თანაც ხშირად ბლოკის პარტნიორი ქვეყნების რესურსების გამოყენებით“, — განაცხადა ხუთშაბათს ბრიფინგზე ზახაროვამ.

მისი თქმით, „ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ასეთი სამხედრო ობიექტის განთავსება საქართველოში რეგიონის უსაფრთხოებისთვის სერიოზული დესტაბილიზაციის ფაქტორი გახდება“.


ყველა ახალი ამბავი
0