მარგველაშვილმა კონსტიტუციის დღეს დასვენების წინადადება წამოაყენა

გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე წინადადება წამოაყენა საქართველოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც თბილისში პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რამდენიმე წინადადება წამოაყენა საქართველოს კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც თბილისში პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

მარგველაშვილმა ქვეყანაში კონსტიტუციის დღის დასვენების დღედ დაწესების წინადადება წამოაყენა. მისი თქმით, ეს კიდევ უფრო მეტად დააკავშირებს სახელმწიფოს თითოეულ მოქალაქეს ამ დოკუმენტთან.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონკურსის „ჩვენი კონსტიტუცია“ დაწყების 

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი: კონსტიტუცია ახალგაზრდებში პოპულარული უნდა გახდეს

შესახებ გამოაცხადა. ის ფიქრობს, რომ ეს დოკუმენტი "სახალხო" უნდა გახდეს, საზოგადოების

ყოველმა წარმომადგენელმა უნდა იცოდეს, რომ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს დემოკრატიული

და სამართლიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში.

საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია 1995 წლის 24 აგვისტოს ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში მიიღეს. კონსტიტუციაში ცვლილებების უმეტესობა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, 2004-2012 წლებში შევიდა, ბოლო ცვლილებები ქვეყნის პრეზიდენტის უფლებების შემცირებასა და პარლამენტის როლის გაძლიერებას ითვალისწინებდა.

2012 წელს საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, კონსტიტუციაში მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებები შევიდა. კოალიციას არ აქვს საკმარისი ხმები ძირითად კანონში ცვლილებების შესატანად და ამიტომ ყველა გადაწყვეტილებას ცვლილებების თაობაზე სააკაშვილის პარტიასთან ერთად იღებს. მთავარი ცვლილება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შეიტანა ძირითად კანონში, ეს პარლამენტის ქუთაისიდან კვლავ თბილისში გადმოტანის გადაწყვეტილება იყო.

ყველა ახალი ამბავი
0