თბილისის ზოოპარკს მნახველების მისაღებად ამზადებენ

გამოწერა
სექტემბერში თბილისის ზოოპარკის იმ ნაწილის გახსნა იგეგმება, რომელიც წყალდიდობისას გადარჩა. ზოოპარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, ამ ტერიტორიის წმენდა მალე დასრულდება.

სექტემბერში თბილისის ზოოპარკის იმ ნაწილის გახსნა იგეგმება, რომელიც წყალდიდობისას გადარჩა. ზოოპარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, ამ ტერიტორიის წმენდა მალე დასრულდება.

ძლიერმა ქარმა, წვიმამ და სეტყვამ გადაუარა თბილისს 14 ივნისის ღამეს. 

ზოოპარკი წყალდიდობის შემდეგ - Sputnik საქართველო
წყალდიდობისგან დაზიანებულ თბილისის ზოოპარკის ტერიტორიას აღადგენენ.

სტიქიისას დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ინფრასტრუქტურა,

დედაქალაქის ზოოპარკის ტერიტორია სრულიად განადგურდა.

ზოოპარკის 600 ბინადრიდან ნახევარზე ნაკლები გადარჩა. ზოგიერთი ცხოველი ქუჩაში აღმოჩნდა, მათ შორის მტაცებლებიც. მტაცებელთა ნაწილი დროულად დააძინეს და დააბრუნეს ზოოპარკში, ხოლო ზოგიერთის დახოცვა გახდა საჭირო.

თბილისის მერიამ ზოოპარკის ქალაქის განაპირას აშენება გადაწყვიტა, რომელიც, სავარაუდოდ, 2–3 წლის შემდეგ 47 ჰექტარ მიწაზე მოეწყობა. ახალი ზოოპარკის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0