ამერიკელმა მოკრივემ რუსეთის პასპორტის მიღების განცხადებას მოაწერა ხელი

გამოწერა
ცნობილმა ამერიკელმა მოკრივემ როი ჯონს-უმცროსმა იალტაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე რუსეთის მოქალაქების მიღების დოკუმენტებს მოაწერა ხელი, რომლის მიღებასაც მანამდე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სთხოვდა.

ცნობილმა ამერიკელმა მოკრივემ როი ჯონს-უმცროსმა იალტაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე რუსეთის მოქალაქების მიღების დოკუმენტებს მოაწერა ხელი, რომლის მიღებასაც მანამდე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სთხოვდა.

მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეობის მიღების გადაწყვეტილება პოლიტიკასთან კავშირში არაა, ის მიმართულია აშშ-სა და რუსეთს შორის სპორტული და კულტურული ურთიერთობების გამყარებისაკენ.

"მე არ მაინტერესებს პოლიტიკა, ამიტომ არ ვიცი რა ხდება აშშ-სა და რუსეთს შორის. მე ეს არ ვიცი და არც მსურს ამის ცოდნა. მე სპორტსმენი ვარ, სპორტსმენები აერთიანებენ ხალხს. სწორედ ამის გაკეთებას ვცდილობ მე", — განაცხადა ჯონსმა ჟურნალისტებთან საუბარში.

რუსეთის მოქალაქეობის მიღების განცხადებას როი ჯონსმა ხელი რუსი და უცხოელი ჟურნალისტების თანდასწრებით ხუთშაბათს მოაწერა. ამასთან, ცნობილ ამერიკელ მოკრივესა და ოლიმპიურ პრიზიორს აშშ-ის მოქალაქეობის შენაჩუნებაც სურს.

მანამდე როი ჯონსი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა, რომელიც საქმიანი ვიზიტით 

ამერიკელმა მოკრივემ პუტინს განუმარტა, თუ რად უნდა რუსეთის პასპორტი - Sputnik საქართველო
ამერიკელმა მოკრივემ პუტინს განუმარტა, თუ რად უნდა რუსეთის პასპორტი

იმყოფებოდა ნახევარკუნძულზე და მას რუსეთის მოქალაქეობის გაცემა მოსთხოვა. პუტინმა მოკრივეს

მოქალაქეობის მინიჭება აღუთქვა ერთი პირობით, თუ ის ცხოვრების დიდ ნაწილს რუსეთში საქმიანობას

დაუთმობს.

როი ჯონსი 1988 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორია და მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი  ნახევრად მძიმე წონით კატეგორიაში. ის ყირიმში რუსი მოკრივეების მხარდასაჭერად ჩავიდა, რომლებიც 23 აგვისტოს მასშტაბურ საერთაშორისო კრივის შოუში "ბრძოლა გასფორდის მთასთან" მიიღებენ მონაწილეობას. პროფესიონალური კრივის საღამოზე მონაწილეობას მიიღებენ: დიმიტრი ჩუდინოვი, სტანისლავ კაშტანოვი, დილმუროდ სატიბალდიევი, რომალ ამანოვი, მოჰამედ მადიევი და სხვა მრავალი.

ყველა ახალი ამბავი
0