რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სევასტოპოლში ცნობილ ამერიკელ მოკრივეს, როი ჯონსონ შეხვდა, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს რუსეთის მოქალაქოების მინიჭება სთხოვა.
ვლადიმერ პუტინი როი ჯონს უმროსს რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებას დაპირდა, თუ კი სპორტსმენი რუსეთში იცხოვრებს. ამის შესახებ სახელმწიფოს სარდალმა სევასტოპოლში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
"თქვენი სახელი სპორტსმენებსა და რუსეთში კრივის მოყვარულში საკმაოდ ცნობილია და თუ თქვენ ცხოვრების დიდი ნაწილის რუსეთში საქმიანობასთან დაკავშირებას აპირებთ, მაშინ, რათქმაუნდა, ჩვენ მოხარული ვინებით, და მე სიამოვნებით შევასრულებ თქვენს თხოვნას რუსეთის პასპორტის მიღებასთან დაკავშირებით", — განაცხადა პუტინმა.
როი ჯონსმა რუსეთის პროზიდენტს მისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით მიმართა, რათა მას საშუალება მიეცეს განახორციელოს საკუთარი ბიზნეს პროექტები რუსეთის ტერიტორიაზე.
როი ჯონსი ყოფილი მსოფლიო ჩემპიონია პროფესიონალური კრივის ოთხ სხვადასხვა ვერსიაში, 1988 წლის ოლიმპიადის ვერცლის პრიზიორი და მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი ნახევრად მძიმე წონით კატეგორიაში. ბოლო ბრძოლაში 46 წლის მოკრივემ მისი თანამემამული ერიკ უოტკინსი დაამარცხა. 2011 წლის მაისში ის რუმა დენის ლებედევმა დაამარცხა.