საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა თანამდებობის დატოვების და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ გააკეთა განცხადება. იხილეთ ვიდეო, თუ რა განუცხადა პოლიტიკოსმა ბერძენ ხალხს.
25 იანვრის არჩევნებში მიღებული პოლიტიკური მანდატი ამოწურულია და ბერძნებს საკუთარი პრიორიტეტების გამოხატვა ესაჭიროებათ, განაცხადა ციპრასმა ბერძენ ხალხთან ტელემიმართვაში.
"თქვენი ხმებით ჩვენ გვინდა გადავწყვიტოთ, ვინ და როგორ გაუძღვება საბერძნეთს რთულ, მაგრამ იმედის მომცემ გზაზე", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, ერმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ წარუძღვება სახელმწიფო ვალების ჩამოწერის მოლაპარაკებებს, ვინ გაატარებს რადიკალურ რეფორმებს.
საბერძნეთის პრეზიდენტი პროკოპის პავლოპულოსი პარასკევს მემარჯვენე-ცენტრისტ პარტიის
"ახალი დემოკრატია" ლიდერს ვანგელის მეიმარაკისს მთავრობის ფორმირებას შესთავაზებს
ალექსის ციპრასის კაბინეტის გათავისუფლების გამო, იუწყება ათენის ახალი ამბების სააგენტო.
მოსალოდნელია, რომ საბერძნეთის ისტორიაში პირველად პრემიერად დაინიშნოს ქალი — არეოპაგის
(უზენაესი სასამართლოს) ხელმძღვანელი ვასილიკი ტანუ-ქრისტოფილუ. საპარლამენტო არჩევნების
გამოცხადებამდე პრეზიდენტმა სხვა პარტიების ლიდერებს შესაძლოა მთავრობის ჩამოყალიბების ცდა
შესთავაზოს, რომელიც პარლამენტის ნდობით ისარგებლებს.
ციპრასი საბერძნეთის მთავრობას სათავეში შვიდი თვის წინ, მას შემდეგ ჩაუდგა, რაც 2015 წლის 25 იანვარს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „სირიზას“ რადიკალური მემარცხენეების კოალიციამ გაიმარჯვა.