თბილისის მერიის თასი კალათბურთში იტალიელებმა მოიპოვეს
თბილისის მერიის თასი კალათბურთში იტალიელებმა მოიპოვეს
Sputnik საქართველო
იტალიის კალათბურთის ნაკრებმა საქართველოს გუნდი საფინალო მატჩში 87:67 ანგარიშით დაამარცხა და საერთაშორისო ტურნირის თბილისის მერიის თასის გამარჯვებული გახდა. 17.08.2015-ს, Sputnik საქართველო
იტალიის კალათბურთის ნაკრებმა საქართველოს გუნდი საფინალო მატჩში 87:67 ანგარიშით დაამარცხა და საერთაშორისო ტურნირის თბილისის მერიის თასის გამარჯვებული გახდა.
იტალიის კალათბურთის ნაკრებმა საქართველოს გუნდი საფინალო მატჩში 87:67 ანგარიშით დაამარცხა და საერთაშორისო ტურნირის თბილისის მერიის თასის გამარჯვებული გახდა.
საერთაშორისო ტურნირის თბილისის მერიის თასის ფინალურ მატჩში იტალიის ნაკრებმა საქართველოს ნაკრები 87:67 ანგარიშით დაამარცხა და შეჯიბრის მთავარი პრიზი მოიპოვა.
„როცა მოწინააღმდეგე ასეთ დონეზე თამაშობს, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა და საკუთარ თავზე გადახტომა ძნელია. თუ ევროკალათბურთზე იტალიელები ასეთივე სტილში ითამაშებენ, ისინი აუცილებლად ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტები იქნებიან“, — განაცხადა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ სანიკიძემ.
პირველი მეოთხედის შუაში იყო მომენტი, როდესაც საქართველოს ნაკრები ანგარიშით 17:11 იგებდა. მაგრამ ამის მერე იტალიელებმა ინიციატივა მატჩის ბოლომდე საკუთარ ხელში აიღეს და ოთხივე მეოთხედი მოიგეს (25:22, 27:18, 19:16, 16:11).