საქართველო უსახლკაროთა საკითხებზე ევროპასთან ითანამშრომლებს

გამოწერა
საქართველო უსახლკაროთა თაობაზე ეროვნული ორგანიზაციების ევროპულ ფედერაციასთან (FEANTSA) თანამშრომლობას განავითარებს.

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციის „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის“  წარმომადგენლებმა და მისი ხელმძღვანელი თამარ იოვაშვილმა ივნისის დასაწყისში ბრიუსელში უსახლკაროთა პრობლემების თაობაზე ეროვნული ორგანიზაციების ევროპული ფედერაციის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ საერთაშორისო პრეს–ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ უსახლკაროთა პრობლემების თაობაზე ეროვნული ორგანიზაციების ევროპულ ფედერაციასა და მსგავს საკითხებზე მომუშავე სხვა ევროპულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დამყარება იმ კანონის ფონზე გახდა აუცილებელი, რომელიც საქართველოში უსახლკაროთა პრობლემებს დაარეგულირებს და განსაზღვრავს მათ სტატუსს.

თბილისში უსახლკაროთა ზუსტ რაოდენობას ადგენენ - Sputnik საქართველო
თბილისში უსახლკაროთა ზუსტ რაოდენობას ადგენენ

„მე ბრიუსელში ვიყავი და იქ შეხვედრები გავმართე. მინდა ვთქვა, რომ ეს შეხვედრები ძალზე ნაყოფიერი იყო. ასე რომ, ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, მივიღეთ თანხმობა დახმარებაზე. ანუ დაინიშნება ყოველთვიური სკაიპ–კონფერენციები, რომლებზეც უსახლკაროთა პრობლემების შესახებ კანონპროექტზე მუშაობის კონკრეტულ საკითხებს განვიხილავთ. ჩვენ ასევე მივიღეთ უფლება, გავხდეთ FEANTSA–ს სრულუფლებიანი წევრი“, – განაცხადა იოვაშვილმა.

ყველა ახალი ამბავი
0